LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

„ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს გმირებს“ – ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, თბილისში 23-24 აპრილს ჩამოასვენებენ

ნადირაძის ინფორმაციით, გარდაცვლილ არკადი კასრაძეს ხვალ, ხოლო ალიკა ცაავასა და ზაზა ბიწაძეს ზეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენებენ.

მზად ვართ მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დატოვების საშუალება მივცეთ, თუ მათ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთი „ნებისმიერ მომენტში მზად არის“ გამოაცხადოს „ჰუმანიტარული პაუზა“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

ნაუსედა: დონბასში შეტევის დაწყების ფონზე, უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და ეფექტური მიწოდება, შეიძლება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს – ყოყმანის დრო აღარ გვაქვს

ნაუსედამ ეს საკითხი პარასკევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანნალენა ბაერბოკთან განიხილა, რომელიც ვილნიუსში იმყოფებოდა.

„პუტინს მარიუპოლიდან და ალყაში მოქცეული სხვა ქალაქებიდან, მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის უზრუნველყოფისკენ მტკიცედ მოვუწოდე“ – შარლ მიშელი პუტინს ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას, უკრაინისა და მისი სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.

ირპენში ოკუპანტებმა, დედა და უმცროსი და, 17 წლის გოგონას თვალწინ გააუპატიურეს – მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე გარდაიცვალა

ფსიქოლოგიურ შოკში მყოფმა გოგონამ სახლში გვამებით 4 დღე იცხოვრა, ქალაქის განთავისუფლების შემდეგ კი, ბებიასთან მისვლა შეძლო.

„უკვე აღარაფერს წამოვიღებ, 63 „აიფონი“ იყო.. რამდენი ფული იქნებოდა“ – ოკუპანტი მაროდიორები ჩივიან, რომ რუსეთის პოლიცია უკრაინიდან მოპარულ საქონელს ართმევს

უკრაინული მედია რუსი მაროდიორების მორიგ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ისინი ჩივიან, რომ რუსეთის FSB ახლა უკრაინის სახლებიდან მოპარულ საქონელს ართმევს.

ჰყვება ყველაფერს, რაც მოხდა, ვისთან მუშაობდა – ალექსეი დანილოვი მედვედჩუკის ჩვენების დეტალებზე საუბრობს

„თუ იქნება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ეს ნაბიჭვარი გაიცვალოს ჩვენ მოქალაქეებზე, რომლებიც ტყვეობაში არიან, მე ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ გასაკვირს“

ბაიდენი: პუტინმა თავის გრანდიოზულ ამბიციებს ბრძოლის ველზე ვერ მიაღწია – პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში

მანვე აღნიშნა, უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მიწოდების შესახებ, რომელიც საარტილერიო სისტემებს მოიცავს.

ევროკავშირი მოუწოდებს მოსახლეობას, რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გადაადგილება შეზღუდონ და იმუშაონ სახლიდან

თუ ევროკავშირის ყველა მოქალაქე დაიცავს ცხრაპუნქტიან გეგმას, სახელწოდებით „ჩემი როლი“, ეს 120 სუპერტანკერის შესავსებად საკმარის ნავთობსა და 20 მილიონი სახლის გასათბობად საჭირო ბუნებრივ გაზს დაზოგავს.