„რაც შეეხება დაჭრილს არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სხვა დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია“, – განაცხადა ელჩმა.
17 აპრილს, დილით, კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა, ღამის განმავლობაში თითქმის ყველა ოლქში ჩართული იყო გამაფრთხილებელი სირენა და მოსახლეობას მოუწოდებდნენ თავშესაფრებში წასვლისკენ.
გაეროს კვლევით, რომელიც თანამგზავრიდან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, 115 შენობა მთლიანად განადგურებულია, 698 - მნიშვნელოვნად, 187 კი - ნაწილობრივ არის დაზიანებული.
დიდი ბრიტანეთს არაფერი არ შეაჩერებს, რომ უკრაინას რუსეთის იერიშისგან თავის დასაცავად საკმარისი რესურსი მისცეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით".- წერს Facebook-ზე ბრიტანეთის პრემიერი.
დამპყრობლებს გაუჭირდებათ "რეფერენდუმის" ჩატარება, რადგან მიუხედავად რასისტების მიერ იარაღის გამოყენებისა და აქციების ძალადობრივი დარბევისა, ხერსონის გმირი მოსახლეობა აგრძელებს ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს ლოზუნგით "ხერსონი უკრაინაა!“ - წერს უკრაინის ომბუდსმენი.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, იტალია და თურქეთი გამოხატავენ მზადყოფნას გახდნენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტი ქვეყნები, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არავისგან მიუღია.