„შემზარავია რუსი ბარბაროსების მიერ ოკუპაციის შედეგები. სიკვდილი და ნანგრევები არის ის, რასაც ე.წ. „რუსული სამყარო“ ატარებს.“– წერს უკრაინის პრემიერი, დენის შმიგალი.
უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, გემზე უკრაინის 18 მოქალაქე და 1 ეგვიპტელი იმყოფება. წინასწარი მონაცემებით, ისინი დროებით ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით წაიყვანეს.
ლავროვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მოქმედებების შეჩერების ბრძანება მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მიმდინარეობისას გასცა, თუმცა მას შემდეგ მოსკოვის პოზიცია შეიცვალა.
„ეს არ არის ის ალიანსი, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს და მისი შემდგომი გაფართოება არ მგონია, რომ ევროპის კონტინენტზე დამატებით უსაფრთხოებას მოიტანს“, – განაცხადა პესკოვმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „ის არასოდეს აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარკუნძული 2014 წელს რუსეთის მიერ იქნა ანექსირებული“.