LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „ვფიქრობ, პუტინს ომის შეწყვეტა სურს – ამას ვხედავ“

„მათ აქვთ დიდი, ძლიერი მანქანა. თქვენ ეს გესმით. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და დაამარცხეს ნაპოლეონი. მოგეხსენებათ, ისინი დიდი ხანია იბრძვიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას სურს შეწყვიტოს ბრძოლა“, - განაცხადა ტრამპმა.

Axios: „აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართება“ – ცნობილია დელეგაციების შემადგენლობაც

შეხვედრის მიზანია უკრაინაში ომის დასასრულებლად შესაძლო შეთანხმების განხილვა და პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების მომზადებაა.

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, რუსეთის შვიდმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა

ფრენები დროებით ასტრახანის, ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, კალუგის, სარატოვისა და ულიანოვსკის აეროპორტებმა შეაჩერეს.

„აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არა ომის დასრულება, არამედ ცეცხლის დროებით შეწყვეტა სურს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნას და მან არმიის რეორგანიზაცია შეძლოს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: რაც მე მაწუხებს ევროპის მიმართ, არის საფრთხე, რომელიც თავად ევროპაშია – ევროპის უკანდახევა მისი ზოგიერთი ფუნდამენტური ღირებულებებისგან

„საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს ევროპის მიმართ, არ არის რუსეთი, არც ჩინეთი“

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს ჩვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა, რომელიც არ ითვალისწინებს ჩამოყალიბებულ პარტნიორობას, ნდობას, ჩვენ ვერ შევცვლით ამას, უნდა მივიღოთ და გავუმკლავდეთ

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს.

„ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული დრონი მოხვდა, რადიაციული ფონი არ გაზრდილა“ – პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი მთელ მსოფლიოს ტერორისტულ საფრთხეს უქმნის

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მსგავს ობიექტებზე შეტევა შეუძლია, რუსეთია.
ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი: „პუტინთან არავითარი მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ს გაერთიანებული პოზიციის გარეშე – მსოფლიო ლიდერები გავაფრთხილე, რომ არ დაიჯერონ, თითქოს პუტინი მზად არის ომის დასასრულებლად“

„ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.“

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო – კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო

ARMENPRESS-ის ცნობით, კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც უწყებებს თანამშრომლების შემცირებასა და დაქირავების შეზღუდვის საკითხზე მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტთან თანამშრომლობას ავალებს

მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაინტერესებულია მაღალი ხელფასის მქონე ფედერალური თანამშრომლების საქმის გამოძიებით.

მარგუს ცაჰკნა: საქართველო ახლანდელი კურსით ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, ხელისუფლება თუ გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, მზად ვართ, გამკაცროთ სანქციები, მათ შორის, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა

როგორც მან მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან გამოსვლის და ნდობის აღდგენის გზაა“.

დონალდ ტრამპი: „შეიძლება უკრაინა ერთ დღეს რუსეთის გახდეს“

„მათ შეიძლება შეთანხმება დადონ, შეიძლება არ დადონ. შეიძლება ერთ დღეს რუსები გახდნენ, შეიძლება რუსები არ გახდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.