LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

რამდენ ხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა უკრაინაში – არესტოვიჩის პროგნოზი

არესტოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ზონაში ათავსებს, რათა იქ მოიპოვოს უპირატესობა და უკრაინული ძალები ალყაში მოაქციოს.

“ირპენში ცხედრებიც კი დანაღმულია” – უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ქალაქში დაბრუნება კვლავ სახიფათოა

"ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს ყველასთან, ვისაც სახლში დაბრუნება სურს - ცოტა მოითმინეთ. როდესაც ოფიციალურად გეტყვიან, რომ შესაძლებელია დაბრუნდეთ - დაბრუნდით", - აცხადებს შს მინისტრის მრჩეველი. 

რა შემთხვევაში გააფორმებს უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას – დავით არახამია მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს

მისივე განმარტებით, ყველაზე რთული საკითხი მოლაპარაკებებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მსჯელობა ჯერაც არ გამართულა.

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს

"საბავშვო ბაღი გასულ წელს გარემონტდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამდენი დაბომბვის გამო მაშველების კატასტროფული დეფიციტია" - წერს გუბერნატორი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა: გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო

2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთში, 608 ათასზე მეტი – რუმინეთში, 387 ათასზე მეტი – მოლდოვაში და 365 ათასამდე – უნგრეთში გადავიდა.

ოკუპანტებმა ჯერ ქმარს ესროლეს, შემდეგ ცოლი გააუპატიურეს – რას ჰყვება ძალადობის მსხვერპლი 33 წლის უკრაინელი ქალი

მას შემდეგ კი რაც მოძალადეებს ჩაეძინათ ქალი ბავშვთან ერთად, ფეხით გაიქცა, რადგან რუსებს ოჯახის მანქანაც უკვე დაცხრილული ჰყავდათ.

ზელენსკი: „სანქციების მოხსნის საკითხი ვერც კი დადგება, ვიდრე ჩვენ არ დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც გვეკუთვნის”

პირიქით – სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს ღირებული, -ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

“ისინი ომის დამნაშავეები არიან” – მარიუპოლში ოკუპანტებმა წითელი ჯვრით აღნიშნული შენობა დაბომბეს

"ოკუპანტებმა საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით მიზანმიმართულად გაანადგურეს თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახული შენობა" - აცხადებს აზოვის პოლკი ტელეგრამზე.

ბრიტანეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

"რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი და უზრუნველვყოთ რუსული ძალების გაყვანა. მოხარული ვიქნებით, ამაში ჩვენი როლი შევასრულოთ" - აცხადებს გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენელი.

აიკრძალოს უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს საქმიანობა – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

კანონის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციების მთელი საეკლესიო ქონება, მათ შორის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლია, მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში „აღწერილი და ნაციონალიზებული უნდა იყოს.“

ლავროვი ჩინელ კოლეგას: თქვენთან ერთად სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ მივდივართ

როგორც ლავროვმა აღნიშნა, ჩიენეთი და რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში სერიოზულ ეტაპზე იმყოფება.

ლავროვი ჩინეთში ჩავიდა

ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ლავროვის თვითმფრინავი აღმოსავლეთით, ქალაქ ჰუანშანში დაეშვა.

“ეს იყო პროვოკაცია” – რუსებმა საგუშაგოზე თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს, შემდეგ კი თავადვე ააფეთქეს

"მიზანი იყო რუსული მედიისთვის სურათის შექმნა, თითქოს უკრაინელებმა გაანადგურეს მათი ჯავშანტექნიკა, თუმცა რუსებმა ეს თავად გააკეთეს", - აღნიშნა ჟივიცკიმ.