LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

უკრაინელმა სამხედროებმა მხოლოდ გუშინ 170 ოკუპანტის ლიკვიდირება განახორციელეს: უკრაინის შეიარაღებული ძალები

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 8 ტანკი, 17 ჯავშანმანქანა და 11 ერთეული საავტომობილო ტექნიკა გაანადგურეს.

სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მისი განმარტებით, უკრაინის საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად არის შემცირებული, რაც საშუალებას იძლევა, ძალისხმევის ფოკუსირება მთავარი მიზნის მიღწევაზე – დონბასის გათავისუფლებაზე მოხდეს.

ბრაზილიას რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის დამყარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურს: ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი

აღნიშნული განცხადება კარლუს ფრანსამ CNN Brasil-თან ინტერვიუში გააკეთა.

აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას: სერგეი ლავროვი

მისი განმარტებით, დასავლეთმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა, რომლებიც არ მალავენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ მათი მიზანია გაანადგურონ, დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა და მთლიანად რუსეთი.

ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობის გეგმაში „ვაგნერის“ წევრები იყვნენ ჩართულები: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი

„ყველა დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება წარედგინება საერთაშორისო სასამართლოს,” - აღნიშნა მარკიან ლუბკივსკიმ.

მაკრონი: მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, საბერძნეთთან და თურქეთთან ერთად ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებას ვაპირებთ 

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეტალების გასარკვევად უახლოეს დღეებში ამ საკითხს პუტინთან განიხილავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი, უკრაინელი ხალხი სხვას არ მიიღებს

ზელენსკის თქმით, საუბარი უნდა იყოს სერიოზული, უკრაინის სუვერენიტეტი გარანტირებული და ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი.

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს

განცხადება აფხაზეთის ე.წ თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ ანუამ გააკეთა და თქვა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა და თავდაცვის სამინისტრო“ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ჩატარებულ „სპეცოპერაციას“ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

გერაშჩენკო: პუტინისგან მკაცრი საყვედურის შემდეგ, შოიგუს ინფარქტი დაემართა 

„შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან არ გამოჩენილა.“ – წერს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო.

ვიდეო: „ოკუპანტები მოპარული მოტოციკლეტებით და მანქანებით გაიქცნენ, ვინც ვერ მოასწრო, ტყვედ ჩავარდა“ – უკრაინელებმა სუმის ოლქში ქალაქი ტროსტიანეცი გაათავისუფლეს

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ Telegram არხებზე ვრცელდება. 

ბაიდენი: აქ ვარ პოლონეთში, რათა ვნახო ჰუმანიტარული კრიზისი – გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი იმედგაცრუების ნაწილი ისაა, რომ ამას პირადად ვერ ვხედავ

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს უკრაინაში დახმარების გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.

ბაიდენი პუტინზე: ის არის ომის დამნაშავე და ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივი განმარტება მიეცემა

აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან ერთად პოლონეთის ქალაქ ჟესოვში ლტოლვილთა კრიზისის მოგვარების მცდელობების შესახებ ბრიფინგი გამართა.

ზელენსკი: გავაგრძელებ სხვა ქვეყნების მოსახლეობის დეტალურ ინფორმირებას დამპყრობლების ასეთი ამაზრზენი ცინიზმის შესახებ

„რუსი სამხედროები ქალაქში არანაირ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ, ისინი მარიუპოლის მცხოვრებლებს თავიანთ პროპაგანდისტულ სპექტაკლებში იყენებენ, თითქოს, დაიწყეს ხალხისთვის რაღაცის დარიგება.“ – განაცხადა ვოლოდიმი ზელენსკიმ.

რუსული ჯარის გინება დასჯადი იქნება – პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს საზღვარგარეთ სამთავრობო უწყებების საქმიანობაზე „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების შესახებ.

ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს

ფინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სარკინიგზო მიმოსვლის ამ დრომდე შენარჩუნების მიზეზი ის იყო, რომ რუსეთში მყოფ ფინეთის მოქალაქეებს უკან დაბრუნების საშუალება მისცემოდათ.

უკრაინული მედია: რუსმა ოკუპანტებმა ვინიცის რაიონი რაკეტებით დაბომბეს

„სულ ოკუპანტებმა ექვსი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის შენობაში.“– ნათქვამია ინფორმაციაში.