LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

სუმის ქიმიური საწარმოდან ამიაკმა გაჟონა

ადგილობრივი საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ჟივიცკი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ დაბინძურების ზონის რადიუსი დაახლოებით 5 კილომეტრია.

ირინა ვერეშჩუკი: არავითარი დანებებაზე, იარაღის დაყრაზე საუბარი არ იქნება – უკრაინა მარიუპოლს არ დათმობს

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მან უკვე აცნობა რუსულ მხარეს ამის შესახებ და ურჩია წერილებზე დროის კარგვის ნაცვლად, დერეფნები გახსნან.

მარიუპოლის მერის მრჩეველი რუსეთის მოთხოვნას პასუხობს: „რატომ დაველოდოთ ამდენ ხანს, თუ პასუხი წინასწარ მზად არის – Х#й вам“

„ოკუპანტებმა მარიუპოლის მერიას რუსეთის მხარეს გადასვლა შესთავაზეს,“ – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტროანდრიუშჩენკომ „ფეისბუქზე“ დაწერა.

უკრაინული მედია: რუსული სოციალური მედია VK სავარაუდოდ ომის შესახებ სიმართლის გავრცელების გამო გატეხეს

„ინტერნეტში განთავსებული „სკრინშოტების“ მიხედვით, VK-ის მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები სოციალური ქსელის ოფიციალური ანგარიშიდან, რომელიც აცნობებს მათ რეალური მსხვერპლისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ზელენსკი: უკვე 25-ე დღეა, რაც რუსი სამხედროები ვერ პოულობენ მათ მიერ გამოგონილ „ნაცისტებს“ – სწორედ ამიტომ ეხმარებიან მათ ჩვენი ჯარისკაცები ღვთის განკითხვის გზაზე

„როგორ ეძებენ და ვერ პოულობენ უკრაინელებს, რომლებიც ყვავილებით დახვდებიან. და რაც მთავარია - რუსი სამხედროები სახლისკენ გზას ვერ პოულობენ.“– ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

კიევში კვლავ ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

„წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორია დაზარალდა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მაშველები, მედიკოსები და პოლიცია“, – აცხადებენ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში.

მევლუთ ჩავუშოღლუ: ყირიმის ანექსიისთვის მსოფლიოს რომ სათანადო პასუხი გაეცა, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ანკარას სურს, იხილოს აღიარებული უკრაინის დამოუკიდებლობა და ბევრს მუშაობს მშვიდობის მისაღწევად.

რუსი ოკუპანტების მიერ ჟიტომირის ოლქში განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა

სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ცნობით, რუსეთის საჰაერო დარტყმამ ჟიტომირის ოლქში 13 შენობა დააზიანა.

რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მარიუპოლში მებრძოლ უკრაინელებს: დაყარეთ იარაღი!

რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა მარიუპოლში უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა

ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი ხელს შეუწყობს უკრაინის ინტერესებს ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ შეხვედრებზე

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

რუსეთი უკრაინას მარიუპოლის დანებებას სთხოვს და პასუხისთვის ვადას აძლევს

„დაჟინებით ვითხოვთ ოფიციალურ წერილობით პასუხს უკრაინის მხრიდან ხვალ, ანუ 21 მარტის დილის 5 საათამდე ყველაფერ ჩამოთვლილზე,“, – ამბობს რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის მეთაურის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გვსურს, ვიცოცხლოთ, მაგრამ ჩვენს მეზობლებს სურთ, მკვდარი გვიხილონ

უკრაინის პრეზიდენტმა პირდაპირი პარალელი გაავლო უკრაინისა და ისრაელის ისტორიას შორის და თქვა – „ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის“.

ლოიდ ოსტინი: რუსეთი ჰიპერზებგერითი რაკეტებით ომის მსვლელობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ პენტაგონი ოფიციალურად არ დაადასტურებს და არც ეჭვქვეშ დააყენებს იმ ფაქტს, მართლა გამოიყენეს, თუ არა რუსებმა ამ ტიპის რაკეტები.

ესტონეთის პრემიერი: პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, ქვეყანა ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია იმისთვის, რომ უკრაინას ამ ომში მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს.