LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია, პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის აგრესია ჩვენი საერთო ფასეულობების წინააღმდეგ: ევროკომისიის პრეზიდენტი

"მინდა, ყურადღება გავამახვილო ჩვენს ერთიანობაზე. სანქციების წნეხი რუსეთზე ეფექტიანი დარტყმაა. ეს სანქციები მოახდენს რუსეთის იზოლაციას და მას მოუწევს ფასის გადახდა უკრაინაში ამ საშინელი შეჭრის გამო" - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

“ეს პროვოკაციაა” – უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორია დაბომბეს

"რუსული თვითმფრინავები აფრინდნენ ბელარუსის, დუბროვიცის აეროდრომიდან, შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, იერიში მიიტანეს ჩვენს ქალაქებზე, შემდეგ კი თავს დაესხნენ კოპანის დასახლებას, რომელიც ბელარუსს ეკუთვნის" - აღნშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის პროკურატურამ ჟურნალისტ მარგარიტა სიმონიანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

უკრაინელი პროკურორები აპირებენ უახლოეს დღეებში სიმონიანის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესი დაიწყონ. ჟურნალისტი ბრალდებულია დონბასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.

რუსმა სამხედროებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს: უკრაინის შს მინისტრის მრჩევლი

მანამდე, მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ქალაქი, რომელიც რუსი სამხედროების მიერ არის ოკუპირებული, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

უკრაინაში რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად, მსოფლიოში საუკეთესო კანადელი სნაიპერი, მეტსახელად „ვალი“ ჩავიდა

„ვალი“ ავღანეთისა და სირიისა მისიების მონაწილეა. 2015 წელს სნაიპერი ერაყში დამოუკიდებლად გაემგზავრა და ისლამურ სახელმწიფოს ებრძოლა. 2017 წელს კი, მსოფლიო რეკორდი ყველაზე შორ მანძილზე – 3,5 კმ მკვლელობაში დაამყარა.

თუ ოკუპანტები ევაკუაციის პროცესს კვლავ შეაფრეხებენ, ისეთ პასუხს მიიღებენ, თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები: ზელენსკი

"ჩვენმა მაღალჩინოსნებმა დღეს 12 ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება მოახერხეს. ტვირთი - პროდუქტებით, წყლითა და მედიკამენტებით უკვე გზაშია" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეუძლებელია წინასწარ თქვა როდის, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს – ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, რადგან უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას: ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საჭიროა დრო, მოთმინება, სიბრძნე და ენერგია და რომ უკრაინელმა ერმა უნდა აკეთოს საკუთარი საქმე შესაძლებლობების ფარგლებში.

პუტინი: საბჭოთა კავშირი მუდამ სანქციების ქვეშ ცხოვრობდა, ვითარდებოდა და კოლოსალურ შედეგებს აღწევდა

აღნიშნულის შესახებ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრისას, დღეს განაცხადა. 

ფოტოები: „ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ“, „მხარს ვუჭერთ მშვიდობას“ – სოხუმში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა 

სოხუმის სტადიონზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ.

„ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ“ – ლუკაშენკო რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე

ასე აფასებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქციების დაწესებას.

პუტინმა ჩერნობილის ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა, რათა მომხდარზე პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისროს: უკრაინის სადაზვერვო სამსახური

"ამჟამად უკრაინას, მსოფლიოს და თავად რუსეთსაც ესმის, რომ ბირთვული საფრთხის შექმნაში უკრაინის ჩართვაზე განცხადებები, მხოლოდ უღიმღამო სცენარის დადგმაა" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავსხდეთ მაგიდასთან და შევთანხმდეთ. ჩვენ ამას მოგყიდით, თქვენ სხვა რამ მოგვყიდეთ და დავამყაროთ ურთიერთობები – სადარდებელი არაფერია: ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს

ლუკაშენკომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ვაჭრობა განხორციელდეს.

ალექსეი ნავალნი: შეშლილ მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად ახლა რუსეთის ხალხი შეაჩერებს – ეს ნამდვილად არაა უსარგებლო ომი

კრემლის კრიტიკოსი ომის საწინააღმდეგო მოძრაობას მოუწოდებს, დაძლიონ დაპატიმრების შიში და გავიდნენ ქუჩებში.

ბელგიის პრემიერი: უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურას – მისთვის ევროკავშირის კარის დახურვა შეცდომა იქნებოდა

"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოითხოვს ბევრ რეფორმას და ლოგიკურია, რომ ეს ეტაპობრივად უნდა წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვეყოლება ქვეყნები, რომლებიც გახდებიან კავშირის წევრები მზადების გარეშე" - ამბობს დე კრუ.

რუსეთმა ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტზე მიიტანა იერიში, სადაც ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული

როგორც უკრაინის ატომური ენერგიის მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, დაზიანდა რეაქტორის „ნეიტრონების წყარო, რომელიც ენერგიისგან სრულად დაცლილია“.