LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება, რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს: კულება

"ხანძარი უკვე გაჩნდა. რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები და შექმნან უსაფრთხოების ზონა!" - წერს კულება "ტვიტერში".

“შესაძლოა გამოიწვიოს ტრაგიკული შედეგები მსოფლიოსთვის” – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბირთვული კატასტროფის საფრთხეს აცხადებს

ატომური ელექტროსადგურის სპიკერის თქმით, პირველ ენერგობლოკზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეები კი სროლების გამო ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ვერ იწყებენ.

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით გაშვებული 480 რაკეტიდან 70-ზე მეტი ბელარუსიდან ისროლეს

"160 რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან გაეშვა, 70 რაკეტა ბელარუსიდან, ხოლო 10 შავი ზღვის ფლოტის გემებიდან" - აცხადებენ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.

ვიდეო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეუბანში შეტაკებები გრძელდება

"ჩვენი შეიარაღებული ძალები ხაზს იცავენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ მათ ზუსტ რაოდენობასა და მდგომარეობაზე მოცემულ ვითარებაში" - აცხადებს ენერგოდარის მერი.

რა გახდა შეფერხების მიზეზი – რუსეთში უმსხვილესი მედიასაშუალებების ვებსაიტები დაბლოკილია

"ეს დრო გაივლის, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ვცდილობთ მივიღოთ დადასტურება" - აცხადებენ ვებგვერდ "მედუზას" რედაქციაში.

როგორ შეუძლიათ ახლა იძინონ პარტნიორებმა, რომლებსაც ჯერ არ გადაუციათ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები? მაშინ, როცა დაბომბვის დროს ბავშვები სარდაფებში სხედან: კულება

"ჩვენი თვითმფრინავები გმირულად იცავენ ცას, მაგრამ რუსეთს უპირატესობა აქვს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლავე. გააკეთეთ ეს" - აღნიშნულია კულებას "ტვიტში".

მტრის სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა: ენერგოდარის მერი

"ქალაქში ისმის ძლიერი სროლები, რომელიც ისმის სწორედ ელექტროსადგურის მხრიდან" - წერს დიმიტრი ორლოვი "ტელეგრამზე".

ხერსონში, რუსების მიერ სატელევიზიო ანძის დაკავების შემდეგ, დაიწყო პროპაგანდისტული ვიდეოების გაშვება რუსული გახმოვანებით, იყავით ფხიზლად! – უკრაინის ხელისუფლების მიმართვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები ადგილობრივ ტელეარხებზე რუსულად, დამახინჯებულად და არასწორი ინტერპრეტაციით ითარგმნება.

უკრაინელ ლტოლვილებს ევროკავშირში სამი წლით ცხოვრების უფლება ექნებათ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავდასხმა დაიწყო, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის 875 000 უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

სანამ პუტინი უდანაშაულო უკრაინელებზე ბარბაროსულ თავდასხმას განაგრძობს, მაქსიმალურ ეკონომიკურ ტკივილს მივაყენებთ მას და მის საომარ მანქანას: ბორის ჯონსონი

"დღეს საღამოს ჩვენ სანქციები დავაწესეთ კრემლის თანამოაზრეების - ალიშერ უსმანოვისა და იგორ შუვალოვისთვის" - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.

უკრაინელი აბონენტები რუსეთში დარეკვას ვეღარ შეძლებენ

უკრაინის სახელმწიფო კომუნიკაციების სამსახურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რუსეთში ან ბელარუსში ოპერატიული ინფორმაციის გადინების გამოსარიცხადაც მიიღეს.

ზელენსკი: მინდა მივმართო მსოფლიოს ამ შესანიშნავ ხალხს – ეს მხარდაჭერა არ შესუსტდეს, ეს უკრაინას ძალიან ეხმარება

"ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო გაერთიანდა, სამწუხაროა, რომ ამ ფასად" - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ პუტინის პრესსპიკერ პესკოვსა და 19 რუს ბიზნესმენს სანქციები უწესებს

„ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენს ვალდებულებაში, რომ რუსეთის მთავრობამ გადაიხადოს მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა – ძირითად შედეგებს ვერ მიაღწიეს, თუმცა შეთანხმდნენ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე

„იქ, სადაც ჰუმანიტარული კორიდორები იქნება, შესაძლებელი იქნება დროებით ცეცხლის შეწყვეტა.“ – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.