LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

აშშ ამტკიცებს, რომ რუსეთს მზად აქვს იმ უკრაინელი მოქალაქეების სია, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემთხვევაში, „მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან“ – Washington Post

წერილში ასევე ნათქვამია, რომ სამიზნეები იქნებიან უკრაინაში ემიგრაციაში მყოფი რუსი და ბელარუსი დისიდენტები, ჟურნალისტები და ანტიკორუფციული აქტივისტები და „მოწყვლადი მოსახლეობა, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და LGBTQI+ პირები“.

უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს, დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო

გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები სიტუაციას აკონტროლებენ და „მტრის მხრიდან პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატურად რეაგირებენ.“

ელისეს სასახლე: ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი ცოტა ხნის წინ გამართეს.

უკრაინული მედიის ცნობით რუსულმა ძალებმა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 136-ჯერ დაარტყეს, დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო

"19 თებერვალს, დაფიქსირდა 136 დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ, მათგან 116 იყო მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით"

თეთრი სახლი – პრეზიდენტი ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს

"პრეზიდენტი ბაიდენი აგრძელებს უკრაინაში განვითარებადი სიტუაციის მონიტორინგს და რეგულარულად ეცნობა ადგილზე მოვლენებს მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის დახმარებით"

ზელენსკი: კუბოებში ჩაწოლას და რუსი სამხედროების ლოდინს არ ვაპირებთ, უკრაინელები არ ნებდებიან

„ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები, არ შეგვიძლია ყოველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. რომელ ეკონომიკაზე შეიძლება იყოს ამის შემდეგ საუბარი", - განაცხადა ზელენსკიმ.

გერმანია და ავსტრია საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებენ

განცხადებაში ნათქვამია, რომ თუკი რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, საჭიროების შემთხვევაში საკონსულო დახმარება ხელმისაწვდომი არ იქნება.

მედია: დონბასში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებსა და უცხოური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს

„ერთ-ერთ პოზიციაზე სახალხო დეპუტატებსა და უცხური მედიის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მათი თავშესაფარში ევაკუაცია განხორციელდა,“- განაცხადა ფრაქციის პრესმდივანმა.