LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს არ უნდა ომი და მზადაა მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიდერლანდებში თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა უქმდება

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ტურისტები კვლავ ვალდებულები იქნებიან ვაქცინაციის, ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან უარყოფითი კოვიდტესტის დამადასტურებელი საბუთი წარადგინონ. 

ალიანსის გაფართოების კარი ღიაა, ნატო-ს ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა – ჯულიან სმიტი

ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ შევინარჩუნებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯულიან სმიტმა.

ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი იწყება

მინისტერიალის მეორე დღეს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან გაიმართება. უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში ალიანსისთვის პრიორიტეტულად რჩება.

“ომიკრონის ტალღა აღმოსავლეთისკენ მიიწევს” – ჯანმო საქართველოს სტატისტიკას ეხმაურება

"გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ-19-ის შემთხვევების რიცხვი გაორმაგდა სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში".

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ დღეს უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება, ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს – ევროკავშირში რუსეთის ელჩი

მისივე სიტყვებით, "როდესაც ასეთ ძალიან სერიოზულ პრეტენზიებს რუსეთის წინააღმდეგ - ისინი მტკიცებულებებით უნდა გამყარდეს".

ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს: “თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ. არ მჯერა, რომ თქვენ გსურთ სისხლიანი, დამანგრეველი ომი უკრაინასთან“

ჩვენ არ ვიღებთ მიზანში რუს ხალხს. ჩვენ არ გვსურს რუსეთში დესტაბილიზაცია, - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენი: თუ რუსეთი თავს დაესხმება აშშ-ს ან მის მოკავშირეებს, მზად ვართ, ვუპასუხოთ

უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის იქნება საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობა. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტად უპასუხებენ", - განაცხადა ბაიდენმა.

„არ არის გამორიცხული, რომ აგრესორმა პატარა ბინძური ხრიკების ტაქტიკა გამოიყენა” – უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ბანკების ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

"მისი აგრესიული გეგმები ფართო მასშტაბით არ მუშაობს“

მორიგი შეხვედრა პუტინთან ნაცნობი დისტანციით – რუსული კოვიდტესტი არც გერმანიის კანცლერმა გაიკეთა

"გერმანიის კანცლერმა მოსკოვში ჩასვლისთანავე არჩია, ტესტი რუსეთში მდებარე გერმანიის საელჩოში გაეკეთებინა. ტესტირებაზე ასევე მოწვეული იყვნენ რუსეთის ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები" - წერს Deutsche Welle.

ზახაროვა: 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც დასავლური პროპაგანდის ომის მარცხის დღე

როგორც მარია ზახაროვა აღნიშნვს, ბლუმბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 15 თებერვალს რუსეთი უკრაინას თავს დაესხმოდა, დეზინფორმაცია იყო.

“თუ დავინახავთ უკან დახევას, დავიჯერებთ დეესკალაციას” – კულება რუსეთის ჯარების გაყვანაზე

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას გადაწყვეტს, მოსკოვი მინსკის შეთანხმებიდან დე ფაქტო და დე იურე გავა.

რუსეთის დუმა სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხს განიხილავს

„კომუნისტური პარტიის“ დადგენილების პროექტი ითვალისწინებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების თხოვნით პირდაპირ პრეზიდენტ პუტინისთვის მიმართვას.