LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

“ამ მოგზაურობას ვნანობ” – იბიცაზე დასვენების გამო საფრანგეთის განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვენ

როგორც გაირკვა, ბლანკე ესპანეთის კუნძულზე სწორედ მაშინ იმყოფებოდა, როდესაც საფრანგეთში უახლესი, მკაცრი პროტოკოლები  სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: რუსეთმა ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა, 127 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული – შეტევა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის მიმართულებაზე რუსული საარმიო ნაწილების სახმელეთო ჯარების შემადგენლობა 106 000 ჯარისკაცს მოიცავს, რასაც საზღვაო და სახმელეთო კომპონენტი ემატება.

აშშ: უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრები

„არავინაა დაცული, ვიდრე ყველა არ სცემს პატივს ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ყველა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ფაშინიანმა სტრასბურგში სომხეთის წინააღმდეგ საქმე მოიგო – პრემიერს მატერიალური კომპენსაცია არ მოუთხოვია

ფაშინიანი 2009 წლის ივლისში "კონსტიტუციური წესრიგის დამხობის" მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გებრეისუსი: ნარატივი, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი ვარიანტია, შეცდომაში შემყვანია – ნუ დაუშვებთ შეცდომას!

„ომიკრონი“ იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ჰონგ-კონგში 2 000-მდე ზაზუნას გაანადგურებენ, ზოომაღაზიაში 11 მღრღნელს კოვიდი დაუდასტურდა

მოვუწოდებთ შინაური ცხოველის ყველა მფლობელს, დაიცვან მკაცრი ჰიგიენა ცხოველებისა და გალიების მოვლისას. არ აკოცოთ და არ მიატოვოთ ისინი ქუჩაში", - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

“ჩუმი ევაკუაცია” – New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო

უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ასეთი "ნელი ევაკუაცია" შესაძლოა, იყოს ნაწილობრივი პროპაგანდა, ნაწილობრივ, კონფლიქტისთვის მზადება ან მოჩვენებითი ნაბიჯი შეცდომაში შესაყვანად, ან სამივე ერთად.

ანტონიო გუტერეში: თუ ვერ მოვახერხეთ ყველა ადამიანის ვაქცინაციას, ჩვენ შევქმნით ახალ ვარიანტებს

„თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველა ადამიანის ვაქცინაციას, ჩვენ შევქმნით ახალ ვარიანტებს, რომლებიც გავრცელდება და შეაჩერებს ყოველდღიურ ცხოვრებას და ეკონომიკას,“- აღნიშნა გუტერეშმა.

ნატოსა და რუსეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა

გასულ კვირას, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ მიმართული დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და რუსული ძალები კვლავ უკრაინის საზღვართან რჩებიან.

აუცრელობის გამო ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობაზეც არ დაუშვებენ

საფრანგეთის სპორტის მინისტრის თქმით, საფრანგეთის ახალი კანონი, რომ ტურნირებზე მხოლოდ ვაქცინირებულები დაიშვებიან, მოქმედებს როგორც მაყურებლებზე, ისე მოთამაშეებზე.