LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც იყო – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

„ვინც თავების მოჭრამდე, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მკვლელობამდე მივა - ჩვენ მათ მთელი ძალით და კომპრომისის გარეშე მოვსპობთ”

ისრაელის ერთ-ერთ სოფელში ჯარისკაცებმა 40 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი

ცხედრები ისრაელელმა ჯარისკაცებმა კფარ-აზაში იპოვეს, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

ლაშა ჟვანია: 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ დამატებით რეისზე 15-20 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა, ვმუშაობთ, რათა დამატებითი რეისი კვლავ დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვის

„სახელმწიფოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თელ ავივის მიმართულებით და თელ ავივიდან შეწყვიტეს ავიარეისების განხორციელება“

წესები მარტივია: განგაშის დროს თავშესაფარში უნდა შეხვიდე, თუ არ არის – კიბის უჯრედში განთავსდე – ჩემთან არ არის თავშესაფარი და მეც კიბის უჯრედში შევდივარ – ლაშა ჟვანია

„დღეს უკვე აიკრძალა 50-ზე მეტი კაცის შეკრება.

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, ამ მძიმე ვითარებაში საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“ – სალომე ზურაბიშვილი

ამის შესახებ ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„მას აქვს იუმორი და შარმი, რის გამოც წლებია, ასე გვიყვარს” – სიმონიანი პუტინზე

კრემლის პროპაგანდისტი მედია მენეჯერი მარგარიტა სიმონიანი ირწმუნება, რომ ვლადიმერ პუტინის ბოლო საჯარო გამოსვლა, ნამდვილი შედევრი იყო

„ღაზას სექტორის სრული ალყა: არა ელექტროენერგია, არა საჭმელი, არა საწვავი“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა

ცოტა ხნის წინ, ისრაელმა ღაზის სექტორთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტზე კონტროლის აღდგენის შესახებ განაცხადა.

„ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი აღვადგინეთ, თუმცა, შესაძლოა, ამ მხარეში ტერორისტები ისევ იყვნენ“ – ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი

დანიელ ჰაგარის თქმით, შაბათ დილიდან ისრაელის მიმართულებით 4 400 რაკეტა გაუშვეს.

ფოტოამბავი: ისრაელელი ჯარისკაცი და პატარა ბიჭი, რომელიც განადგურებული შენობიდან წიგნის გამოტანას ცდილობს – ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის კადრები Reuters–ის ობიექტივში

ფოტოები სააგენტოს ჟურნალისტებმა, მოვლენათა ეპიცენტრში გადაიღეს.

„ვიდეო გამოგვიგზავნეს, ჩემი შვილი დავინახე, მანქანაში უგონო მდგომარეობაში იყო პალესტინელებთან, გთხოვთ, დამეხმარეთ..“ – გერმანელი დედა დაკარგული შვილის შესახებ ინფორმაციას ითხოვს

ისრაელში, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაკარგულებს, ამ დრომდე ეძებენ.

„ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს.. ჩვენი გათვლებით 100 ადამიანზეა საუბარი.. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც გატაცებულია ღაზას სექტორში“ – საქართველოში ისრაელის ელჩი

„ჩვენ ვიმყოფებით ომში ტერორიზმის წინააღმდეგ“

„დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი“ – ისრაელში საქართველოს ელჩი

„ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა“