მოლდოვის სამთავრობო „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო უწყებები უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ და საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ ინფორმირებული იქნება.
„ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა, „ბოინგს“ და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა.“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბატიაშვილი დასავლეთის ქვეყნების მიერ საკუთარი მოქალაქეებისადმი მოწოდებას, დატოვონ ბელარუსის ტერიტორია, სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებაზე საუბრობს.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 2, ლუჰანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში.
„ამ საფრთხის მოხსნით, ჩვენ დავასრულებთ დამატებითი ეკონომიკური შეფერხებების რისკებს, როგორიცაა მკვეთრი ზრდა გაზის და საკვების ფასებში, რაც ადამიანებს შეეხოთ ჩემს ქვეყანაში, აშშ-ში და მსოფლიოს გარშემო.“ – დასძინა ბორის ჯონსონმა.
NATO-ს გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა მტკიცედ დაიცვა დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის და თქვა, რომ „თითქმის არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები“, თუ რა უნდა გაგზავნონ ქვეყნებმა უკრაინაში.
ახალი პაკეტი მოიცავს დამხმარე დანადგარებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Patriot, დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს.