LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა უახლოეს ხანში მოლდოვას სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ „შეიარაღებულ პროვოკაციას“ გეგმავს – მოლდოვა უარყოფს

მოლდოვის სამთავრობო „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო უწყებები უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ და საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოება დაუყოვნებლივ ინფორმირებული იქნება.

მედვედევი: თუ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს, თავი ნებისმიერი იარაღით დავიცვათ, მათ შორის, ბირთვულით

როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, შეერთებული შტატების სურვილი, დაამარცხოს რუსეთი, სამყაროს კონფლიქტის ზღვარზე აყენებს. 

„რუსეთის არმია გარბის და დამწვარ ტანკებს ტოვებს. პუტინი ფიქრობდა, რომ ევროპა გაერთიანებას ვერ შეძლებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა” – ჯო ბაიდენი

„რუსეთის პრეზიდენტს ეგონა, გადაუვლიდა უკრაინას, მაგრამ კიევი ამაყად დგას” - ჯო ბაიდენი

თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ ბირთვული იარაღის გამოცდისთვის – პუტინი

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ თუ შეერთებული შტატები გამოცდას განახორციელებს, ჩვენც გავაკეთებთ ამას

პუტინი: უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაზე, ესკალაციაზე, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დასავლურ ელიტებს და კიევის ამჟამინდელ რეჟიმს ეკისრება

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მართლაც ყველაფერი, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა.

„ცდილობენ დააგროვონ საკმარისი რაკეტები“ – პოდოლიაკმა 24 თებერვლისთვის რუსეთიდან მოსალოდნელ მასობრივ შეტევაზე ისაუბრა

„24 თებერვალს კი სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის რუსები ბახმუტზე კონტროლის აღებას შეეცდებიან.“

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს უკრაინასა და ევროპას შორის ბერლინის კედლის აშენება სურს

ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს მიმართა.

გენერალი მარკ მილი: უკრაინაში მიმდინარე ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

"წელს უკრაინისთვის ძალიან, ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ყოველი ინჩიდან რუსების გაძევება"

„პასუხი უსასტიკესი იქნება და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“ – ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის ჩართვის წინაპირობებზე ისაუბრა

„ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა, „ბოინგს“ და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა.“ – განაცხადა ლუკაშენკომ. 

ზურაბ ბატიაშვილი: „ლუკაშენკოს მიმართ მკაფიო მინიშნებაა, რომ თუ მას იარაღზე ხელი წაუცდა, მაშინ ბელარუსი დაიბომბება – მეორე ბუჩას და ირპენს აღარავინ დაუშვებს!“

ბატიაშვილი დასავლეთის ქვეყნების მიერ საკუთარი მოქალაქეებისადმი მოწოდებას, დატოვონ ბელარუსის ტერიტორია, სოციალურ ქსელში ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებაზე საუბრობს.

უკრაინამ რუსეთის შეტევა 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია – გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 2, ლუჰანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 8 დასახლებული პუნქტის რაიონში.

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

ბორის ჯონსონი: „როცა პუტინს უკან დაახევინებენ, ჩვენ მოვხსნით რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებში, მთელ ევროპაში“

„ამ საფრთხის მოხსნით, ჩვენ დავასრულებთ დამატებითი ეკონომიკური შეფერხებების რისკებს, როგორიცაა მკვეთრი ზრდა გაზის და საკვების ფასებში, რაც ადამიანებს შეეხოთ ჩემს ქვეყანაში, აშშ-ში და მსოფლიოს გარშემო.“ – დასძინა ბორის ჯონსონმა. 

„თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ჩვენც დავმარცხდებით! როგორც კი ქვეყანაში ომი დასრულდება, უკრაინა NATO-ს წევრი უნდა გახდეს“ – ჩეხეთის პრეზიდენტი

NATO-ს გადამდგარმა გენერალმა პეტრ პაველმა მტკიცედ დაიცვა დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის და თქვა, რომ „თითქმის არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები“, თუ რა უნდა გაგზავნონ ქვეყნებმა უკრაინაში.

მედია: პირველად აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს გადასცემს

ახალი პაკეტი მოიცავს დამხმარე დანადგარებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Patriot, დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს.