განცხადება აფხაზეთის ე.წ თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ ანუამ გააკეთა და თქვა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა და თავდაცვის სამინისტრო“ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ჩატარებულ „სპეცოპერაციას“ სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან ერთად პოლონეთის ქალაქ ჟესოვში ლტოლვილთა კრიზისის მოგვარების მცდელობების შესახებ ბრიფინგი გამართა.
„რუსი სამხედროები ქალაქში არანაირ ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ, ისინი მარიუპოლის მცხოვრებლებს თავიანთ პროპაგანდისტულ სპექტაკლებში იყენებენ, თითქოს, დაიწყეს ხალხისთვის რაღაცის დარიგება.“ – განაცხადა ვოლოდიმი ზელენსკიმ.