"ვიმეორებ პრეზიდენტი ზელენსკის მოწოდებას მსოფლიოს ყველა თავისუფალი ადამიანის მიმართ: დღეიდან, 24 მარტიდან უკრაინის მხარდასაჭერად თქვენი ქალაქების ქუჩებში გამოჩნდით", - წერს კულება.
NATO-ს წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ალიანსი ეყრდნობა უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციას, ამასთანავე რუსეთს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და NATO-ს დაზვერვის შეგროვებულ ინფორმაციას ღია წყაროებიდან.
"აქ არიან მეზღვაურები, სხვათა შორის, ჩვენ გადავარჩინეთ 11 რუსი მეზღვაური და მზად ვართ, გადავცეთ ისინი, რისთვის გვჭირდება? დაე, ჩვენი ხალხი დაგვიბრუნონ," - ამბობს მინისტრი.
„სავარაუდოა, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა შეაფერხებს რუსული ძალების უნარს, განაახლონ შეტევა კიევის მიმართულებით.“ – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.
„რუსები აგონიაში იყვნენ. სიღრმეში ვერ შეაღწიეს და დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება. ფოსფორის ბომბები ჩამოაგდეს. მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს“, – ამბობს ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.