სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევების და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.
დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მან უკვე აცნობა რუსულ მხარეს ამის შესახებ და ურჩია წერილებზე დროის კარგვის ნაცვლად, დერეფნები გახსნან.
„ინტერნეტში განთავსებული „სკრინშოტების“ მიხედვით, VK-ის მომხმარებლებმა მიიღეს შეტყობინებები სოციალური ქსელის ოფიციალური ანგარიშიდან, რომელიც აცნობებს მათ რეალური მსხვერპლისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
„როგორ ეძებენ და ვერ პოულობენ უკრაინელებს, რომლებიც ყვავილებით დახვდებიან. და რაც მთავარია - რუსი სამხედროები სახლისკენ გზას ვერ პოულობენ.“– ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
„წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორია დაზარალდა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მაშველები, მედიკოსები და პოლიცია“, – აცხადებენ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციაში.