რუსეთის ხელისუფლება მზად არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს იმის გარანტიების სანაცვლოდ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტს უწყვეტად შეძლებს.
უკრაინისთვის ყოველმხრივი დახმარება გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ის არ გაიმარჯვებს.. ნატოს გენ.მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, - წერს ბუკა პეტრიაშვილი.
„რუსეთს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოს შემოსავლის წყაროები, რომ ვეღარ აფინანსოს ომი! ევროპა გააგრძელებს აქტიურად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და მომავალში მიიღებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის აღდგენაში!“ - წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.