LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

მშვიდობიანი მოქალაქეები მარიუპოლიდან არ გაუშვეს, მტერმა შეტევა ჰუმანიტარული დერეფნის მიმართულებით დაიწყო: უკრაინული მედია

"რუსი მონსტრების ასეთი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა უკრაინელი ხალხის გენოციდი. კრემლის ოკუპანტების დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება!" - აღნიშნულია განცხადებაში. 

„მატარებელი კი არა, ეს იყო ჯოჯოხეთი“ ამას 4 დღის მშიერი სერგეი მეუბნება – ყველა ერთადერთ რამეზე ნერვიულობდა: საქართველოშიც რუსები ხომ არ დაგხვდებიანო – ნაჯა ორაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„კიევთან სირენების ხმაზე მატარებელი გაგვაჩერებინეს, ყველა იატაკზე დაწოლა მოგვთხოვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთში აზელილები ვისმენდით ციდან ბომბები როგორ ცვიოდაო. ყველა წამს გვეგონა რომ ავფეთქდებოდითო. ელექტრომავალში ტუალეტიც არ იყო და ამიტომ წყალსაც არ ვსვამდითო“ – წერს ნაჯა ორაშვილი.

“სრული კატასტროფა”, “ბინძური კომპრომისი” თუ “ხსნა” – რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი

როდის და რა შედეგებით დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ახლა პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა სვამს

ზელენსკი: უკრაინელო ქალბატონებო, ამ დღეს ყოველთვის გილოცავდით, თუმცა დღეს ომია – ვერ მოგილოცავთ

"მაშინ როდესაც ამდენი დაღუპული გვყავს, ამდენი ტანჯვა და განსაცდელია, ვერ მოგილოცავთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გაერო: უკრაინა უკვე ორმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა

ეს ციფრი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ბევრი უკრაინული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს გამოსვლას ჰუმანიტარული დერეფნების არარსებობის გამო.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საბრძოლო დანაკარგმა ომის დაწყებიდან 7 მარტის ჩათვლით, 12 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა

გენშტაბის ინფორმაციით, გარდა ამისა, მტერმა დაკარგა 303 ტანკი, 1036 ჯავშანტექნიკა, 120 საარტილერიო სისტემა, 56 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები, 27 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, 474 მანქანა, 3 ხომალდი.

ზელენსკი: რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში დაკარგა

„მეცამეტე დღეა ვიბრძვით. ოკუპანტებს ვანადგურებთ, სადაც შეგვიძლია, ყველგან."

კულმინაციას მალე ვიხილავთ! მოსკოვსა თუ ურალის ბუნკერში! – რას წერს ლაშა ძებისაშვილი ომის დასრულების შესაძლო სცენარზე

"ჯერ კიდევ ომის დაწყებისას ვამბობდი რომ 10 მაქსიმუმ 14 დღეში გაირკვევა ომის ბედი", - წერს ლაშა ძებისაშვილი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო იერიშის შედეგად ხარკოვში მდებარე ალბანეთის საკონსულო განადგურდა

ამის შესახებ გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომელშიც ნათქვამია, რომ საკონსულოს თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.

რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო ავტობუსი ჩაცხრილეს და კიევის რეგიონის რამდენიმე სოფელს ცეცხლი გაუხსნეს – დაშავდა 3 ადამიანი

„რუსმა ჯარებმა ვიშიგორსკის რაიონში, სოფელ ლიუტეჟთან, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს, საევაკუაციო ავტობუსი ჩაცხრილეს. დაჭრილია მძღოლი, რომელიც უკრაინის ეროვნულ არმიაში მსახურობს.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო ბანკი უკრაინის მეზობელ ქვეყნებსაც დაეხმარება, რომლებმაც უკრაინიდან უკვე 1.7 მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღეს

მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის, სესხებისა და გრანტების სახით, 723 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

„ეს კაცი ქართველი აღმოჩნდა. გიორგი ქებურია… ემშვიდობება ცოლს – მაიას და შვილებს, რომლებიც ჩასვა ლვოვის მატარებელში…“

„უკრაინაში შედევრი გადაიღო „ვაშინგტონ პოსტის“ ფოტოგრაფმა. კინოა...“

„ეს ომი გადაიზრდება მსოფლიო ომში, ამიტომ უნდა შეჩერდეს ახლა“ – რას ამბობს ზელენსკი რუსეთის 3 მოთხოვნაზე

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხალხი, ვინც ის აირჩია, არ არის მზად კაპიტულაციისთვის და უკრაინელები არ არიან მზად ულტიმატუმებისთვის, თუმცა ქვეყანას შეუძლია რუსეთთან ყირიმისა და დონბასის მომავალზე ისაუბროს.

ვიდეო: უკრაინული მედიის ინფორმაციით, სუმიდან მოსახლეობის ევაკუაციის პირველი ეტაპი იწყება

"უკრაინულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსები ევაკუაციის ჩაშლას გეგმავენ და მარშრუტზე მანიპულაციებისთვის ემზადებიან. უკრაინის ინტეგრაციის მინისტრმა მოუწოდა რუსებს, შეთანხმებული პროცესის ჩაშლა შეწყვიტონ", - წერს "უნიანი".