LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

შედგება თუ არა უკრაინა-რუსეთის შეხვედრა ბელარუსი საზღვარზე – რუსებმა საჰაერო სივრცე სავარაუდოდ ისევ დაარღვიეს

სავარაუდოდ, რუსულმა მოიერიშე საფრენმა აპარატებმა დილიდან უკრაინის საჰაერო სივრცე ბელარუსის მხრიდან დაარღვიეს

რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების ნახევარზე მეტი დაიბლოკება: ჯოზეფ ბორელი

მან ასევე განაცხადა, რომ ბლოკი აკრძალავს ორ საშუალებებს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ „ბრძოლის მიზნით“.

ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით „ისკანდერის“ რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ განაცხადა: ანტონ გერაშენკო

გერაშენკო სოციალურ ქსელში და რაკეტის ფრენის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

ევროკავშირი რუსეთს საჰაერო სივრცეს უკეტავს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს

ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ აპირებს უკრაინაში იარაღის მიწოდებას, რაც გაერთიანების ისტორიაში პირველი ასეთი ნაბიჯია.

არ დავნებდებით, კაპიტულაცია არ იქნება, ჩვენი ტერიტორიის არცერთ ნაწილს არ დავთმობთ: კულება რუსეთთან მოლაპარაკებებზე

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის საზღვართან ორშაბათს გაიმართება

ალექსანდრ ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ უკრაინაზე შეტევას არ განახორციელებს და ასევე, არ დაუშვებს მისი ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებას: ზელენსკი

"მე არ მინდა ბელარუსიდან უკრაინაში ჯარები შემოვიდნენ და მან დამარწმუნა ამაში"

თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება, მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვტეხს: დმიტრო კულება

"უკრაინა არ ეცემა. ჩვენ სისხლი გვდის, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ თავის დაცვას"

ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანონ

პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა განახორციელეს "არამეგობრული ქმედებები" რუსეთის მიმართ და დააწესეს "არალეგიტიმური სანქციები".

შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება: ზელენსკი

"ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებისა და უკან დაბრუნების დროს ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ხმელეთზე დარჩება"

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება

იაპონური მედიის ინფორმაციით, კისიდამ განაცხადა, რომ იაპონია სანქციებს დაუწესებს რუს მაღალჩინოსნებს, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.