LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

მაკრონი: საფრანგეთი დგას უკრაინელების გვერდით და მუშაობს მოკავშირეებთან ომის დასასრულებლად

დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი გაიმართება.

პუტინმა სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ: ბორის ჯონსონი

"შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. მორიგი ნაბიჯების განსახილველად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ველაპარაკე" - ამბობს ბრიტანეთის პრემიერი.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაქცევის შესაჩერებლად: შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ამ რთულ დროს," - წერს შალვა პაპუაშვილი ტვიტერზე.

ვიტალი კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები

"ჩვენ განვაგრძობთ ქალაქის მუშაობის უზრუნველყოფას. გავმაგრდით! ჩვენ უნდა გავუძლოთ!" - აცხადებს კლიჩკო

“21-ე საუკუნეში, საზღვრების შესაცვლელად ძალის გამოყენების ადგილი არ არის” – დღეს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოქმედებდა სწრაფად, ერთიანად და მტკიცედ უკრაინის მიმართ სოლიდარობის მიზნით და რომ ამაზე მეტყველებს 23 თებერვალს მიღებული სანქციების პაკეტიც.

NATO უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას იწვევს

მანამდე კი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში სამხედრო მოქმედებები.

კულება რუსეთის წინააღმდეგ მისაღები ზომების სიას აქვეყნებს – რას ითხოვს უკრაინა მსოფლიო საზოგადოებისგან

„მსოფლიომ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ. ევროპის და მსოფლიოს მომავალი სასწორზეა."

პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს: ჯო ბაიდენი

"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ“

აიძულეთ პუტინს გაჩერდეს – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს

ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, დღეს დილიდან დაიწყო დაბომბვა უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე.

უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის ჯარებიც შეიჭრა

კიევსა და ხარკოვში აეროდრომების და სამხედრო შტაბების დაბომბვას ოფიციალური უწყებები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლია გახსნილი.