ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავად მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დეოკუპაციის შემდეგ და განაცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.
რუსულ ჯარში მთლიანად ჩამოიშალა ფრონტის ხაზი. ამით კარგად ისარგებლა უკრაინულმა მხარემ და დაიკავა 8800 კვ კილომეტრის მქონე ტერიტორია. შედარებისთვის, აფხაზეთი არის 8700 კვ კილომეტრი.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსი სამხედროების ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი „სპეცოპერაციის ფარგლებში ახორციელებენ, უმაღლეს მეთაურს [პუტინს] ეცნობება.“
„პირველ მოლაპარაკებებზე, როცა რუსეთი კიევთან იდგა, უკრაინელები ითხოვდნენ 24 თებერვლის პოზიციებზე ოკუპანტების გაყვანას და ყირიმის საკითხის 15 წლით გადადებას.“– წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.
რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა არ იღებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს რუსეთთან „მშვიდობიანი“ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას მოითხოვს.
„ძვირფასმა ძმამ, რუსეთის გმირმა, დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქვედანაყოფებს სათავეში უდგას, უკრაინის ტერიტორიაზე და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულება დაიწყო.“
„უკრაინელმა მებრძოლებმა რუსეთს დიდი ოპერატიული მარცხი მიაყენეს, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს“ - წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.