დაბომბვის შედეგად დაიღუპა 41 წლის ქალი, დაშავდა კრივი რიჰის კიდევ ორი მცხოვრები - 43 წლის მამაკაცი და მისი 20 წლის ქალიშვილი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ოკუპანტების განადგურებული ქუჩების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ რუსეთი ისვრის ნგრევისთვის, უკრაინა კი გადარჩენისთვის.
გაიდაის თქმით, ლუგანსკის რეგიონში ზარალის დათვლა ახლა შეუძლებელია. როგორც ის ამბობს, ინფრასტრუქტურისა და სახლების აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება და ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი.
რუსეთის პრეზიდენტ ამ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და თქვა, რომ „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ შესახებ კრემლის ლიდერის განცხადება, რუსეთის მიერ დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.