LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

არახამია განმარტებას აკეთებს – როდის განახლდება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები

"არ გვინდა, რომ ჩვენი გეგმები რუსებს გავუზიაროთ, მაგრამ ვფიქრობ, ზოგან კონტრშეტევით ოპერაციებს ჩავატარებთ", - ამბობს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი.

უკრაინელმა სამხედროებმა ოდესის რეგიონში ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „Оникс“-ის ტიპის რაკეტების გასროლა დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან მოხდა.

მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია

ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება", - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ემანუელ მაკრონი: ჩვენ ვნახეთ ბარბაროსობის კვალი, უკრაინამ უნდა შეძლოს გამარჯვება

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს, მათ განადგურებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი ნახეს.

მოლდოვა, საქართველო და ეკვადორი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის განსახილველად, „რამშტაინის ფორმატს“ შეუერთდნენ

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ლოიდ ოსტინმა კოლეგებს მოუწოდა, არ დაკარგონ დრო და დაასახელა იარაღის ტიპები, რომლებიც უკრაინაში მალე ჩავა. ოსტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფსონები მაღალია“ და ბრძოლის ველზე გადამწყვეტი მომენტი დადგა.

ხერსონში 24 თებერვლის შემდეგ დაბადებული ბავშვები ავტომატურად რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ

აღნიშნული ინფორმაციით ობლები ასევე დარეგისტრირდებიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად.

მსოფლიოს სურს უკრაინელებისაგან ისწავლოს როგორ იბრძოლონ და გაიმარჯვონ: ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ესაუბრა და განიხილეს ახალი თავდაცვითი პაკეტი.

უკრაინაში მიმდინარე ომს უკვე 4 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა: გაერო

დაშავდა უკრაინის 5 531 მოქალაქე. გაეროში მიიჩნევენ, რომ მსხვერპლის შესახებ ოფიციალური მონაცემები გაცილებით მაღალია.