LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

გიორგი სიორიძე

„ლელო – ძლიერი საქართველო“ სახალხო დამცველს მიმართავს, პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს

ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი: „ამბობენ, საქართველოს მოლდოვა და უკრაინა უსწრებენო, ამ მხრივაც გვისწრებენ – 18 პარტიაა აკრძალული უკრაინაში, მოლდოვაში – 6, ასე რომ, ვცდილობთ, დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ დავეწიოთ“

„თუ შევხედავთ ჩვენ უახლესი წარსულის გამოცდილებას, ნახავთ, რომ უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა. ერთი სიტყვა არ გვისმენია ბრიუსელიდან ამასთან დაკავშირებით კრიტიკული“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

„პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი“ – ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე

ირაკლი კირცხალიამ, მედიასთან საუბრის დროს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის შესახებ აგორებულ ხმებზე, რომ თითქოს, ირაკლი კობახიძე გადადგებოდა ან თანამდებობას დაატოვებინებდნენ.
ირაკლი კობახიძე

„პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე მაქვს პირველადი ინფორმაცია და არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება – საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავუზიარებთ და თუ კითხვები დარჩება, შემდეგ შეგვიძლია, ნებისმიერ უწყებას მივმართოთ“ – ირაკლი კობახიძე

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას აღნიშნულ ხარჯებზე დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაუზიარებენ.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პოლიტსაბჭოს ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შეუერთდებიან

ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომების დასრულებით შემდეგ გააკეთა.

გიორგი პატარიძე: ,,2012 წლამდე პატიმრების კვებაზე, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს შეადგენს“

მისი განცხადებით, თუ 2012 წლამდე მსჯავრდებულთა კვებაზე წლიურად 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს ეს თანხა 67 მილიონ ლარს აღემატება.

ირაკლი კობახიძე: „მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, ამიტომ სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად“

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი განცხადებას ავრცელებს

ადვოკატის თქმით, 19 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომა იწყება, სადაც იწყება სამართლებრივი დავა, რომელიც სამართლიანი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ, მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთმა განცხადებამ, გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ – ეს სირცხვილი მალე უნდა ჩამოირეცხონ

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ეს შეფასება, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკასთან შედარებითაც კი სამარცხვინოა.

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი მკაფიო დასტურია, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის საკითხი ეუთოს დღის წესრიგშია – გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მაკა ბოჭორიშვილის ცნობით, შეხვედრისას რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საქართველოს გამოწვევებსა და ორგანიზაციის როლზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძე – გასულ ათწლეულში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ

„მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის ხუთი ენდემური სახეობაა“, - თქვა პრემიერმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას

გრიგოლ გეგელია – მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოში პროევროპული პოლიტიკური პარტიების დასამარება

„ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები მოწმობს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს,“