ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“ - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მამუკა მდინარაძემ შეკითხვა ამაზრზენ პროვოკაციას შეაფასა და განაცხადა, რომ თავად კითხვის ავტორმაც კარგად იცის, რომ საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან ასეთ საკითხებზე არ თანამშრომლობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები.“