„ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი - ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ Deep State-ის, რომელიც ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს“
მდინარაძის თქმით, აღნიშნულს კანონმდებლობა, კერძოდ პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს და „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიიდან პირველ 12 ადამიანს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, უფლებამოსილება შეუწყდებათ.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს ობიექტური რეალობა, სადაც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ამდენი ხნის მანძილზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულება ღიად არ გამოუხატავს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“ - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.