LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„გერმანიის ელჩი ჩვენ არ დაგვიბარებია, თვითონ მოვიდა და ითხოვა, გერმანული ორგანიზაციები „ენჯეოებს“ რომ დავაფინანსებთ, გაგვათავისუფლეთო – ვუთხარით, რომ ვერ გავაკეთებთ გამონაკლისებს“ – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

ჩვენ ვისაუბრეთ გრანტების შესახებ. შეხვედრას მე და ჩემი მოადგილე ვესწრებოდით“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მიხეილ ყაველაშვილი: ბატონმა გუტერეშმა პირდაპირ მითხრა, ეს გზა მიგიყვანთ ქვეყნის გაერთიანებამდეო – ეს იყო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენი

აღნიშნულის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4%, რაც ნომერ პირველი მაჩვენებელია ევროპის კონტინენტსა და ფართო რეგიონში, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ სტაბილურობას“

„მოხარულები ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8 % რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტსა და ჩვენს ფართო რეგიონში“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ნაძალადევში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინეს

როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, თბილისის მოქალაქეებს არაერთი პრობლემა აწუხებს, დედაქალაქის მერია კი არაფერზე იღებს პასუხისმგებლობას.

მთავრობის ადმინისტრაცია – ლევან ჟორჟოლიანი გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს შეხვდა

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილსა და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილი – მრავალი გამოწვევის მიუხედავად, შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების „ძირეულ ფილოსოფიად“ რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

მიხეილ  ყაველაშვილი – ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას, რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ხელისუფლების რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე მეტყველებს.
ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე: „2020 წელს კახა კალაძე დაგპირდათ, რომ იპოდრომი გახდებოდა ცენტრალური პარკი, 5 წლის შემდეგ იპოდრომი გახრიოკებულია, უკვე მესამე საარჩევნო კამპანიას აგებს ტყუილებზე, არჩევანი ნათელია“

„არჩევანი არის ნათელი. 4 ოქტომბერს დილით, უნდა წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, მხარი დაუჭიროთ პროდასავლურ ოპოზიციას, უარი უთხრათ რუსულ რეჟიმს“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე.
„გახარია საქართველოსთვის“

„გახარია საქართველოსთვის“ – „ცესკო-ს მივმართეთ მოთხოვნით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელი გახდეს ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზეა მის მიერ მიცემული ხმა“

„მოთხოვნილია არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, არამედ მოქალაქის წვდომა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციაზე“ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა კალაძე

კახა კალაძე: „საქართველოს დაანებოს ყველამ თავი, ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, ქვეყანას… გავა დრო და მოუწევს პასუხის გაცემა“

„ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავი დაანებონ. ჩვენ ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გავაგრძელებთ“ - თქვა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირიდან ელჩები ხშირად უხეშად არღვევენ პრინციპებს, წესებს, რაც მიუღებელია, თუმცა ყველა არ იქცევა ისე, როგორც იქცევა ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები, მადლობა ღმერთს!

ინფორმაციისთვის, დღეს, საგარეო უწყებაში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარეს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
ნოშიკო ნამორაძე

ნოშიკო ნამორაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: „დარწმუნებული ვარ, კარგად არის და არ ეშინია დაჭერის, არც არის ამის საშიშროება“

„მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის კაცი და ადამიანი ვინც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს. ყოველთვის მისი ერთგული და მეგობარი ვიქნებით“ - განაცხადა VR HOLDING-ის დამფუძნებელმა, ნოშიკო ნამორაძემ.

სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა

მამუკა მდინარაძე მოადგილესთან, ლევან ხარაბაძესთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან, ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, დაათვალიერა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.