„ქართული ოცნება” ამერიკაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ამბობს, რომ „ევროკავშირიდან არ მოდის სიგნალები, რომ მათ სურთ ამ ომის დასრულება, არაფერს ამბობენ რუსეთზე და ევროპას ადანაშაულებენ ომის გაგრძელების მცდელობაში“.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ თანახმად, ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.
მდინარაძის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება, კიდევ უფრო დასაფასებელია იმ ფონზე, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა და მთლიანად ქვეყანამ, მას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებების ფონზე მიაღწია.