მაჭარაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც თვლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ გიორგი გახარიას გუნდში უკვე წავიდნენ და მისი თქმით, ამ ეტაპზე მმართველი გუნდის დატოვებას არცერთი წევრი არ აპირებს.
მისივე თქმით, მანამ სანამ გიორგი გახარია ოპოზიციონერობაზე განაცხადებს პრეტენზიას, მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის შეაფასოს ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმი და თქვას ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისის აქციის დარბევაზე.