LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ნიკა მელია

ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ნიკა მელია სასამართლომ დამნაშავედ ცნო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე.

ირაკლი კობახიძე: „ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის უსამართლო მიდგომა, თუმცა მზაობის რეჟიმში ვრჩებით… თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ევროინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება, ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში… გვაქვს გაცხადებული მიზანი – 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა

ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრის დროს განაცხადა.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან და უფრო მეტიც, მზად ვართ, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის“

ირაკლი კობახიძე: „2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ქვეყანაში, გვინდა, რომ შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს“

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
გია ვოლსკი

გია ვოლსკი: „როდის გადადგა საქართველომ ისეთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ იდეებს ეწინააღმდეგება? მავნებლები აყოლილი არიან ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებს“

„საქართველომ თავისი საქმე და პოლიტიკა იცის, არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს. საქართველომ 600-ზე მეტ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. გონჩარენკოსნაირი ხალხი არის უმადური“ - ამბობს ვოლსკი.
გივი თარგამაძე

გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „არჩევნებზე ჩემი პოზიცია პარტიისგან ცოტა განსხვავებულია: ან ყველა შედის არჩევნებში, ან არავინ… რაც შეეხება უნდა ჩამოვიდეს თუ არა გახარია, ციხეში პოლიტიკოსები ნაკლებად პროდუქტიულები არიან“

ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა კითხვას, დაბრუნდება თუ არა გიორგი გახარია საქართველოში.

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ იყო. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
პარლამენტი

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება.
მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო უწყება: „მაკა ბოჭორიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ბოლო დროს გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების განცხადებები და ნაბიჯები, მათ შორის სანქციები, სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას ჩრდილს აყენებს“

„საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღნიშნა, რომ არ უნდა ხდებოდეს სამართლებრივი პროცესების პოლიტიზება და ამგვარად მართლმსაჯულების პროცესზე ზეგავლენის მცდელობები“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი PACE-ში დაგეგმილ დებატებზე: „აშანტაჟებენ ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აშინებენ იმ ბენეფიტების წართმევისგან, რომელიც სამართლიანად დავიმსახურეთ, მაგალითად, ვიზალიბერალიზაცია“

„რა თქმა უნდა, ეს ემსახურება მთლიანად ამ ქვეყნის დაშანტაჟებას იმისთვის, რომ გახდეს კოლონია და ვიღაც ვითომ ჩვენზე უპირატესი ადამიანების დაქვემდებარების ქვეშ“ - ამბობს ნინო წილოსანი.
ანზორ ჩუბინიძე

მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ანზორ ჩუბინიძეს მედალი სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.