LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ადრე ვიყავით დამოკიდებული, მოიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას, გაიზარდა ჩვენი საზოგადოება, აბსოლუტურად სხვა რეალობაა“ – მიხეილ ყაველაშვილი „იმედის“ ეთერში

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, „ადრე დამოკიდებული იყვნენ იმაზე, მოიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი მათ გადაწყვეტილებას, ახლა კი გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში“.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში…არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას“ – ნიკა მელია

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ 29-ში არ მივალ სასამართლოში…არ ვაპირებ პატიმრობისთვის მომზადებას“ - ნიკა მელია
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე: „სასამართლოსთან ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცას აპირებენ – არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრობაზე წავიდნენ“

14:00 საათზე, სასამართლოსთან ჯაფარიძის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული.

გურამ შარაძის შვილი: „ვამტკიცებ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული – სპეციალურად იყო შერჩეული ადგილი, რომ ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ მოეკლათ“

რუსუდან შარაძემ გაიხსენა მოვლენები მისი მამის მკვლელობის შესახებ, ამასთან აღნიშნა, რომ ოჯახზე თვალთვალი ხორციელდებოდა.

გერმანიის ელჩი ბათუმში თავდასხმის დეტალებს იხსენებს: „მადლიერი ვარ სოლიდარობისთვის – ასეთი ინციდენტები საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ახლა ჩვენი მეგობრობა პრობლემურია“

„ქართველების გვერდით დგომამ ძალიან გამახარა, მას არავინ შეუერთდა, ექვსმა-შვიდმა ადამიანმა უთხრა, რომ ადგილი დაეტოვებინა და ისიც წავიდა.“
ლიეტუვა

ლიეტუვამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა გაუუქმა

უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხებათ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებსა და მათი ოჯახების წევრებს,

რუსთავში სამშვილდის, ნეკრასოვისა და მცხეთის ქუჩებს რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნების" წევრებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და სამივე ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების პროექტი და გრაფიკი გააცნო.

მაკა ბოჭორიშვილი რუბიოს განცხადებაზე: ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს

ბოჭორიშვილის თქმით. ჯო უილსონის მიერ დასმული იყო სრულიად „დეზინფორმაციული კითხვა“ და როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული

„საკუთარ თავს ვკითხავთ: „ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?“ თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს“ – მარკო რუბიო „ქართული ოცნების“ შესახებ კითხვაზე

ასევე რუბიომ თქვა, რომ შტატებმა რეგიონულ ბიუროებს და ლოკალურ ოფისს უნდა მიმართოს, რომ სახელმძღვანელო მიიღონ - „ანტიამერიკული მთავრობისთვის ყველაზე საგრძნობი ზომები რა შეიძლება იყოს“.

„ბათუმში გერმანიის ელჩის და მისი მეუღლის შეურაცხყოფა უფრო ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვისაა შეურაცხყოფა“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი აფასებს გერმანიის მხარდაჭერას.

გიორგი ვაშაძე: „გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი“

მისივე თქმით, ეს იყო არა მხოლოდ პროვოკაცია, არამედ ქართველი ხალხის მეგობრის წინააღმდეგ რეჟიმის მიერ წახალისებული და ორგანიზებული თავდასხმა.

„არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“ – ირაკლი კობახიძე ტრამპის მიმართ ღია წერილზე

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „MEGOBARI აქტი“ არის მტრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ.

კობახიძე: „რუსთაველზე ყოველდღიურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი, ისინი აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე – რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ საშუალებას, რომ 26 მაისს რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ“

„ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია“

გია ვოლსკი: „უკრაინელი მიგრანტი ბავშვებისთვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში. სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა 3 წელში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ფსიქოლოგი“

„2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“
ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი: „მიმიფურთხებია „საგამოძიებო კომისიისთვის“, მოვა დრო, როცა ციხეში მივაკითხავ და მჟავე მაწონს მივუტან წულუკიანს –  სოზარ სუბარი ისე დეგრადირდა, რომ მჟავე მაწონსაც არ მივუტან“

„საქმეს გვიიოლებენ. ხელისუფლებას რომ შევცვლით, პირდაპირ კომისიის საქმეებს ავიღებთ და მათზე დაყრდნობით წულუკიანის თამადობით, კომისიის წევრებს გავამწესებთ სადაც საჭიროა - სამშობლოს ღალატისთვის, ციხეში

ნიკა მელია: „დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, მკაფიოობის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დროა – რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი“

მისი თქმით, „უკომპრომისო ბრძოლაში თავსებადი არაა სერიოზულად განიხილავდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას“.