LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე

„გონს მოეგოს და ზრდილობას მოუხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნება შესაძლებლობა, ზედაპირული განცხადებები არ გავაკეთოთ და უფრო მეტი კონკრეტიკა გავაცნოთ საზოგადოებას – როდესაც სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარი ადამიანები ამხელა ორგანიზაციის თანამდებობას იკავებენ, მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია“ – არჩილ გორდულაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე

"[პოლოლიკაშვილს] ისიც კარგად უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც რამდენიმე თვის წინ კონსულტაციები იყო საჭირო, ის უბრალოდ არაკონტაქტური იყო“

მამუკა მდინარაძე ზურაბ პოლოლიკაშვილზე: „უკადრებელი იკადრა და ჩვენი გადაწყვეტილება რომ იყო სწორი, მისივე პირველივე სიტყვებიდან გამოჩნდა. პატრონებს დაქვემდებარებულმა ყველა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ თუ საქართველოს არ მოემსახურებიან, მაშინ საქართველო მათ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს“

მდინარაძის თქმით, პოლოლიკაშვილმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „ჯო უილსონი თავისი ნატურით ძალიან წააგავს „ცეკას“ მდივანს, რასა იუკნევიჩიენეც არის საბჭოური მიდგომების გამხმოვანებელი – აბსოლუტურად ერთნაირი ტიპაჟები არიან, ამ ადამიანებისგან პირდაპირ გამოსჭვივის „ცეკას“ სულისკვეთება“

„ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომებია, რაც არ შეშვენის ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ შეშვენის ევროპას.“
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“

„თუ არ გადაიდგმება შემხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ „დიფ სთეითი“ უპირატესობას ინარჩუნებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო“ - ამბობს კობახიძე.

ირაკლი ზარქუა: „რაც შეეხება ამ „ჰერჩინსკებს“, რომლებიც არიან ჩასაფრებულები, რომ ურთიერთობა გააფუჭონ ჩვენსა და ევროკავშირს, ჩვენსა და აშშ-ს შორის, არაფერი გამოუვათ – გამორიცხულია, რევოლუცია ვერ მოხდება, რაც არ უნდა ეწვალონ“

პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება“.
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი: „ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია – დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობას, მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს“

„არ მიკვირს, რომ საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები შეშფოთებული იყვნენ იმ მოქმედებით, რომელიც რიგ დიპლომატებს ახასიათებთ.“

ნიკა გვარამია: „20 ივნისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის” საქმეზე – ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ“

„არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია.“

საქართველოს პარლამენტი: „სიცრუეზეა დაფუძნებული ბრალდება რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს“

საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული  ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება.

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს: საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს ევროინტეგრაციის გზაზე – ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ არავითარი საფუძველი არ აქვს

პარლამენტის განცხადების თანახმად, „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდების მცდარობას ადასტურებს კონკრეტული ფაქტები“.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი: „მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის“

„პოლარიზაცია უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი „კანვასური“ თუ „იუესაიდური“ პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პაველ ჰერჩინსკი: „რაც გასულ წელს ვნახეთ, აჩენს სერიოზულ კითხვებს, არის თუ არა საქართველო კვლავ დემოკრატიული ქვეყანა და მართლა სურს თუ არა EU-ში გაწევრიანება… ჩვენ გვჭირდება, გადავიაზროთ ყველა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა არის თუ არა ჯერ კიდევ დამსახურებული“

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

იაგო ხვიჩია: „პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ხმას ქოცებს აძლევს… მეორე სახის დეგენერატი არის ჯენზიკი, რომელიც 150 დღეა რუსთაველს კეტავს და ამდენი ხნის განმავლობაში არც კი აინტერესებს, რომ ატყუებს ყველა“

ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა – პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

ახალი რეგლამენტის პროექტით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ბერლინში გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალში მონაწილეობს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი გაეროს სამშვიდობო მისიების მინისტერიალს მასპინძლობს.

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კობახიძის წერილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ – როცა უსამართლო დამოკიდებულებას ვიღებთ დუმილის სახით, ვლაპარაკობთ ამაზე ჯერ კულისებში, შემდეგ საჯაროდ“

რაც შეეხება „MEGOBAR აქტს“, ხავსია ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის.