„როდესაც საქართველოზე რამეს ისაუბრებენ გადახედონ ხოლმე რა ხდება ან საფრანგეთში, ან რუმინეთში, ან საკუთარ თავებში, მოდი ასე ვთქვათ. ამერიკის გამოცდილებაზე აღარაფერს ვამბობ“
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, პირები, რომლებიც დაბარების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე არ მიდიან, ჩრდილს აყენებენ კომისიას, კომისიის წევრებს და ცდილობენ, საზოგადოება აბუჩად აიგდონ.
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიაზე ბიზნესმენს, რამაზ ახვლედიანს უსმენენ. დღევანდელ სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი.
წულუკიანი მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის დროს, სტიქიასთან ბრძოლაში აქტიურად ჩართულ ზოგიერთ სამინისტროში, მათ დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში დასაქმებულებზე ფულადი ჯილდო/დანამატი გაიცემა.