LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს! – ჩვენი ისტორია თურმე „პიარია“, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები“?! ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი!“ – გიორგი ვაშაძე

„ვიქტორ ორბანთან საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას“ – ირაკლი კობახიძე

კობახიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

„დონორებისგან წახალისებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია – 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2 საათზე, ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც მისი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს“ – შალვა პაპუაშვილი

როგორც ის აღნიშნავს, უკვე მესამე დღეა „ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“.

„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არ არის? არაფერი რომ არ ვთქვათ მორალსა და სინდისზე“ – სალომე ზურაბიშვილი

ასე ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას, აგვისტოს ომის გმირ, გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით,
ქართული ოცნება

„ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა- სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა“ – „ქართული ოცნება“

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს,- ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„მუდმივად გვაკრიტიკებს ოპოზიცია – რა ვერ დაამთავრეთ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბარიო… ვერც დავამთავრებთ. ის კი არა, ახლა ვიწყებთ მათი სასტიკი დანაშაულების გასაჯაროებას“ – ნინო წილოსანი

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც ჰიტლერი ვერ იქნებოდა და ვერ იქნება პოლიტიკაში, ასევე სააკაშვილი ვერ უნდა იყოს ვერასდროს პოლიტიკაში! სააკაშვილმა რაც არ უნდა შექმნას, პარტია „ვივამედი“, „გირჩი 3“, თუ „გირჩი 4“, სულ ერთია, კონკრეტულ პირებს აღარ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკის კეთების უფლება“ – თეა წულუკიანი

ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს, ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! – ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ – მამუკა ხაზარაძე

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ანწუხელიძის შეურაცხყოფით, "რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა".
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: „ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს“

„ძალიან ძნელია წლების მერე მტკიცებულებების გროვება და ჩვენ მაინც შევძელით“
თეა წულუკიანი ანწუხელიძეზე

თეა წულუკიანი: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა, და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ“

„დასვამ თუ არა კითხვას, რომელიც მათ მაშინდელ პიარულ მანქანას ეწინააღმდეგება, მაშინვე შეგრაცხავენ მოღალატეებად“
ბერდია სიჭინავა

ბერდია სიჭინავა: „თეა წულუკიანი უკვე „წაქცეულია“ – საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარია მივა თუ არა, არ ვიცით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ჩათვალეთ 50/50-ზეა“

„რაც უფრო დრო გავა, დაინახავენ, რომ სასანქციო წრე ფართოვდება, უფრო მეტი ადამიანი სანქცირდება“

სალომე ზურაბიშვილი: „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს“

ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

თეა წულუკიანი: „ნიკა მელიას საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში“ – დროებითი საგამოძიებო კომისია, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურას ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიმართავს

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, ვინაიდან ნიკა მელია კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის არ მივიდა, კომისიის ვალია, საქმე პროკურატურას გადაეცეს.
ნინო წილოსანი

„თურმე, მიღებულია დაპატიმრება და იმის გამო, რომ პოლიციას სახელმწიფო გადატრიალებაზე და საბოტაჟის მცდელობაზე რეაქცია აქვს, თურმე, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა“ – წილოსანი სანქციებზე

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე: „პროკურატურა“ მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს.