LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე: „დღეს სასამართლო სხდომა ჩაგვინიშნეს, გამოვცხადდებით და მოვითხოვთ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, იქ გავარჩიოთ – ივანიშვილმა ბიზნესზე თავდასხმები დახვეწილი მეთოდებით ჩაანაცვლა“

„ეს კამპანია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო, დოკუმენტირებულად უცნობია ჩვენთვის“
კალაძე ხაზარაძეზე

კახა კალაძე: „ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით კითხვები არსებობს, ამიტომ არ ისურვეს საგამოძიებო კომისიაზე მისულიყვნენ და საზოგადოებას დაენახა, რა იყო მათი როლი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში“

„ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიის წევრები არ ყოფილან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მათ თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ“

ანა დოლიძე: „სპექტაკლია თეას ფანჩატურში – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“

მისივე შეფასებით, იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც „უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ“.
ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს კონგრესის რეზოლუციაზე: „მიუღებელია სულისკვეთება, რაც ამ დოკუმენტშია – თუ ვინმე საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე საუბრობს, მინდა მოვუწოდო, საგამოძიებო კომისიას მოუსმინონ“

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, სრულიად მიუღებელია ის სულისკვეთება, რაც რეზოლუციაშია აღნიშნული.

„2008 წლის თებერვალში უკვე ვიცოდი, რომ სადღაც გაზაფხულზე, შეიძლებოდა საბრძოლო მოქმედებები დაწყებულიყო… მოხდა ის, რომ პრეზიდენტი გაიქცა, ჯარმა ეს დაინახა, რამაც ჯარში სერიოზული დემორალიზაცია გამოიწვია“ – ლაშა ქოიავა დროებით საგამოძიებო კომისიაზე

ამის შესახებ სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლაშა ქოიავამ განაცხადა.

კახა ქემოკლიძე: „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს აგვისტოს ომი, არამედ პოლიტიკური კრიზისიდან აქცენტების საგამოძიებო კომისიაზე გადატანა – გრიგოლ ვაშაძე კი უფრო „ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე ოპოზიციის“

როგორც კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, ასე „პირადი ინფორმაციის და ანალიტიკური ინსტინქტების“ საფუძველზე ფიქრობს.
ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობა“ – გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში“

„ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ე.წ. საპარლამენტო კომისია ზედმიწევნით აგრძელებს ოკუპანტი რუსეთის დავალებების შესრულებას“ - წერია პარტიის განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი: „კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გაუქმების საფუძველი“

ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გარეშე სტაბილური, აყვავებული და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასია საჭიროებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ბოლომდე მიყვანას“ – ჯო უილსონი

ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„საქართველოს სუვერენული არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი, ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ჩავერთოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დიალოგში“ – მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ „უახლოეს მომავალში ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში“. ბოჭორიშვილის თქმით, დიალოგის გარეშე თანამშრომლობის გაგრძელება ძალიან რთულია.

გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიაზე: „წლების განმავლობაში ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმზე ლაპარაკობენ და ხაზარაძე-ჯაფარიძეს ეძახიან, რათა ყველა ერთ ქვაბში მონათლონ – კლოუნადაში მონაწილეობა არავინ უნდა მიიღო“

„ფოკუსის გადატანა უნდათ ძველი და ახალი ხელისუფლების დაპირისპირებაზე, პოლარიზაციაზე და ყველას ერთ ქვაბში ჩაყრაზე - ერთადერთი პასუხი ივანიშვილის არალეგიტიმურ პარლამენტს უნდა ჰქონდეს დაცინვა“

ნიკა მელია: „გრიგოლ ვაშაძემ და თეა წულუკიანმა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები სააკაშვილთან, მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს“

„მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“
გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის კითხვაზე – „რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა“: „როდესაც რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით, ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა“

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს და საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმს აქვეყნებს

„კომისარი საქართველოში 21-23 იანვარს იმყოფებოდა. ვიზიტი, 2024 წლის 28 ნოემბერს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გადადების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობას მოჰყვა“
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი: „მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტგამოვლილ ხალხს შორის ნდობის აღდგენას, იხსნებოდნენ თანამდებობიდან ის პირები და საეჭვო ვითარებაში კვდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცნობილი იყო სამშვიდობო რიტორიკით

დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

მიხეილ ქარელი: „ომი მიხეილ სააკაშვილის უდიდესი ავანტიურა გახლდათ – ის ფსიქიკურად ავადმყოფია და დღესაც საშიშია, გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ წინა ცხოვრებაში, ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი“

ამის შესახებ შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.