LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი: „ჩემი საყვარელი გურიიდან მწერენ, რომ სოფლებში უკვე შევიდნენ ჩვენი გმირი სამხედროები ხალხის დასახმარებლად… მინდა ჩემი საქართველოს ყველა კუთხეს მოგმართოთ, ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს.

ვლადიმერ ბოჟაძე: „საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება… რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ პარლამენტის არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი არჩევნებისთვის“

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

თეონა აქუბარდია: „სისტემისთვის მთავარი ძალაუფლებაა და არა უბრალო ადამიანები… გასაგებია, რატომ ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და რატომ უწევთ მოხალისეებს ყველა სამაშველო ოპერაციაში ჩართვა იმაზე ადრე, ვიდრე სახელმწიფოს“

თეონა აქუბარდიამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა, სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“

„დასავლეთ საქართველოში, პრაქტიკულად, სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არ არის, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, ეხმარებიან მაქსიმალურად მოსახლეობას“ - ამბობს მდინარაძე.

„წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც კი აწერდნენ სტიქიას, ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად“ – მამუკა მდინარაძე

აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას გააკეთა.
მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე: „სოფლები თოვლის ქვეშ არის ჩამარხული! ათობით ათასი მოქალაქე მესამე დღეა შველას ითხოვს, გვყავს მსხვერპლი! სახელმწიფო სტიქიის ზონაში არაფერს აკეთებს, სისტემა პარალიზებულია!“

„ასეთ დროს საგანგებო ვითარება უნდა ცხადდებოდეს. ყველა არსებული ტექნიკის და რესურსის მობილიზება უნდა ხდებოდეს. ყოველ ერთ საათში მოსახლეობას ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს სპეციალური შტაბიდან!“ - წერს მამუკა ხაზარაძე.
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: „გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, ყველა საშუალებები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, გადართულია რეპრესიაზე“

„მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ გვიწოდებს 112 ს გზავნილი!!!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი.

„ტელეკომპანიის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება/გადაცემის წესები კანონით განისაზღვრება… ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუშვებელი იქნება“ – რას ითვალისწინებს „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიციირებული პროექტი

პარლამენტში ინიციირებული პროექტის მიხედვით, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში იქნება გამართლებული.
ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი: წყლის ჭავლის მანქანები რომ იყიდეს, თოვლის საწმენდი მანქანები ვერ იყიდეს? სამაშველო სამსახური, ალბათ, ჯარიმების ქვითრის დარიგებაში ჰყავთ ჩართული – შოვის ტრაგედიის შემდეგ, როგორ შეიძლება დასკვნა ვერ გამოიტანო?

„სამაშველო სამსახურიც, ალბათ, ჯარიმების ქვითრის დარიგებაში ჰყავთ ჩართული.“

შალვა პაპუაშვილი: „ერთადერთი ქვეყანა, ვისაც შეუძლია ომი დაასრულოს, არის აშშ – სად არიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც უკრაინას ჰპირდებოდნენ, რომ გაიმარჯვებდა?! სად არიან?! ადგილს ითხოვენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ესეც სახვეწარი გაუხდათ“

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი

„ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ ხვალ რუსთაველზე ვიდგეთ და ვთქვათ: „არა რუსულ ოკუპაციას“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხალხს 25 თებერვალს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც მათ შორის გადმოტანილია ტერმინები – „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“

„ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია და ის სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში დასაკონკრეტებელი იქნება.“

ირაკლი კობახიძე: „უკრაინის საგარეო ვალი აღწევს ეკონომიკის თითქმის 100%-ს – მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში“

„სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში“.