LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მზია ამაღლობელზე

ლევან მაჭავარიანი: „მზია ამაღლობელის მდგომარეობას შესაბამისი უწყებები ყურადღებით აკვირდებიან – თუ იქნება აუცილებლობა კლინიკაში გადაყვანის ან სამედიცინო ჩარევის, ეს გადაწყვეტილებები მიღებული იქნება“

„ჩვენ პირდაპირ კადრებში ვიხილეთ, როგორ გააწნა სილა ქალბატონმა მზია ამაღლობელმა პოლიციელს და პოლიციამ მაღალი სტანდარტით იმოქმედა“

„რა ვიცი, მეგობრებო, ვისაც გსიამოვნებთ აკრიტიკეთ მელია, რომელსაც არასდროს არ დაუხევია უკან არც ერთი წინააღმდეგობის წინაშე… პარალელურად ან პირდაპირ ან ირიბად აქეთ, ჯაფარასთვის გირჩის ამხევი, პედოფილიის არჩევანის თავისუფლებად გამომცხადებელი გირჩი 36“ – გვარამია მელია/გირჩის დებატებზე

გვარამია საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომლებმაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გააკრიტიკეს:
სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე: „არცერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით როდისმე და ესეც ყველამ იცის, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის მხარეს და ასე იქნება მომავალშიც“

„ვართ მსხვილი ბიზნესი და, ბუნებრივია, ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასთვის მარტივად გასაგები მოცემულობაა“ - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

„მედიაში საჯარო საუბარი რომ არ იყოს აკრძალული, სხვა პარტიების სახესაც ისევე მკაფიოდ დაინახავდით, როგორც გუშინ ერთის დაინახეთ…“ – ხვიჩია მელიასთან დებატებზე

საუბარია პირველი „არხის ეთერში“ გუშინ გამართულ დისკუსიაზე.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელის ბრალდება დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით, ცრუ და ფარისევლურია, თუმცა, იქ სადაც ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, ესეც გასაკვირი არ არის“

„დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების გაცემის გამარტივების შეთანხმებას, სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური პირებისთვის, 2010 წელს მოეწერა ხელი“ - წერს შალვა პაპუაშვილი.
ლანა გალდავა

ლანა გალდავა: „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ ეზოში, შუახნის დევნილმა მამაკაცმა თავის დაწვის მიზნით ცეცხლი წაიკიდა… საგანგაშოა, რომ ფაქტს შესაბამისი უწყებები არ გამოხმაურებიან“

„ვიცით, რომ დაზარალებული მძიმე დამწვრობებით გადაყვანილია სტაციონარში. ოფიციალური უწყებები ნაცვლად განმარტებისა, კვლავ დუმან“ - წერს ლანა გალდავა.
ანა დოლიძე

„ჰანს კლუგეს დღეს მივმართე, რომ სასწრაფოდ ჩაერიოს ამ საკითხში… შევიდეს და მოინახულოს მზია ამაღლობელი“ – ანა დოლიძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა

„მზია ამაღლობელის სიცოცხლე პოლიტიკური აქტი და ხუმრობა არ არის, მართლაც საგანგაშო ვითარებაა“ - თქვა ანა დოლიძემ.
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე: „მოგიწოდებთ, არ ცნოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება“

„რა თქმა უნდა, ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, თუმცა, თქვენც შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ ამ ბედის განსაზღვრაში.“

„ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა… მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, მიმდინარე ძალადობაზე… ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა…“ – ჰერჩინსკი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებს განუცხადა.
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი: „ნიკა მელიასა და „გირჩების“ დაბალი ხარისხის ეთერმა, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ და მელიამ გახადა უხარისხო, კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რა ფარული სიგიჟე ტრიალებს ოპოზიციაში“

„თვითმმართველობის არჩევნებზე, იმედი მაქვს, გაითვალისწინებს ამ ყველაფერს მათი ამომრჩეველი, თუმცა შესაძლოა პირიქით უფრო მეტი რადიკალი „დაპორტირდეს” მიშას ნაცებიდან, იმისთვის რომ მეტი დესტრუქცია შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში“ - წერს ნინო წილოსანი.

„როგორ შეიძლება მთავარი ტოქშოუ მიჰყავდეს მთავარ ჟურნალისტს და არ გქონდეთ იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რეჟიმს ჰყავს 53 ახალი პოლიტპატიმარი… „გირჩი 36“ ივანიშვილის უბადლო მოკავშირეა…“ – მწვავე დისკუსია და დაპირისპირება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რას ამბობს ნიკა მელია და რას პასუხობენ „გირჩში“

ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

თეა წულუკიანი: არ შეიძლება საუბარი იყოს გაყალბებაზე, როდესაც გამარჯვებულ პარტიასა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის 800,000 ხმის სხვაობაა, ამგვარი გაყალბება ბუნებაში არ არსებობს!

„2022 წლიდან, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს ნებისმიერ ფასად“

სალომე ზურაბიშვილი: გადაწყვეტილება უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გარკვეულწილად უჩვეულოა – დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები

ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

„საქართველოში არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე – იყო ხმების მოსყიდვის და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები“ – PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი

მისი განცხადებით, საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო კამერები, ხდებოდა ხალხის დაშინება და ამომრჩეველთა გაკონტროლება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გადაწყვიტონ ინდივიდუალურად დააწესონ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.