LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

გიორგი გახარია: „ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგვინებენ ცივილიზებულ მომავალს… მოქალაქეებს ვეუბნები – შორს კი არ არის ეს დრო, არამედ ჩვენ უკვე იქ ვართ, როცა შიდა მეგობრულ, მაგრამ რეგიონალურ კონკურენციაში, მაჩანჩალები გავხდით, ყველაზე ჩამორჩენილები“

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანას, აკარგვინებს ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს.

„საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ.
გიორგი გახარია მზია ამაღლობელზე

„მისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ გაუგონარი იყო. სისტემას შეეძლო, ის გარეთ დაეტოვებინა, მაგრამ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. იმიტომ, რომ ძალადობის გარდა სხვა არგუმენტი არ აქვს სისტემას“ – გიორგი გახარია მზია ამაღლობელზე

„ეს ჩვეულებრივი შურისძიებაა და ამის მეტს მე საერთოდ აღარ ვაპირებ საუბარს.“

მიხეილ ყაველაშვილი მასშტაბურ შეწყალებაზე: ეს ჰუმანური აქტია, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის და ყველა ჩვენგანისთვის პოზიტიური გზავნილია

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბალანსი ყოფილიყო დაცული“

გურამ მაჭარაშვილი: ვაშაძესაც და „ნაცმოძრაობასაც“, თავის ზურაბიშვილიანად, აქვთ ერთი გამოსავალი, რომ ჩამოსცილდნენ პოლიტიკას და შემდეგ რაც უნდათ, ის შექმნან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გამოსავალი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაა.

„ის არის აგენტი ქურდი“ – სოზარ სუბარი გიორგი ბაჩიაშვილზე

პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილზე „ქრონიკის“ ეთერში საუბრობს.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი მივწერეთ და ვითხოვეთ, ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს შეუწყდეს უფლებამოსილება, გვექნება დამატებითი შეხვედრებიც“ – თეონა აქუბარდია

მისი თქმით, „გახარია – საქართველოს“ წევრებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წერილი მისწერეს და ითხოვეს, ამ დარღვევებიდან გამომდინარე, „ბიძინა ივანიშვილის არაღიარებულ პარლამენტს, და არა საქართველოს პარლამენტს, შეუწყდეს უფლებამოსილება“.
არჩილ გორდულაძე

„ეს მოღალატეობრივი და მონური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი გამოხატულებაა“ – არჩილ გორდულაძე ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილ წერილზე

ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

„სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ის სისასტიკე, სადიზმი და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს“ – სერგო ჩიხლაძე

მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ისე ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლებთან.

სალომე ზურაბიშვილი: „პრაქტიკულად, აშშ-ის ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი – საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში“

ზურაბიშვილის ვიზიტი აშშ-ში არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრასა და განხილულ თემებს მოიცავდა, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების საკითხებსა და დასავლეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს – მსურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგილოცოთ

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს, - ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოც წერილში.

ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს – მსურს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მოგილოცოთ

ანტონიო გუტერეში აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის ძალისხმევას მხარს უჭერს.

თეა წულუკიანი: „დონალდ ტრამპს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება“

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ტრამპის გზავნილები საქართველოში და მსოფლიოში იმედის მომცემია, თუმცა ნაადრევია ეიფორიაში ჩავარდნა ან საბოლოო დასკვნების გაკეთება.