პაპუაშვილის თქმით, გერმანიაშიც მიხვდნენ, რომ მიხაელ როთი არის ადამიანი, რომელიც სრულად დისკრედიტაციას უწევდა მის პარტიას და სწორედ ამიტომაც უწევს პოლიტიკიდან წასვლა.
ოპოზიციური სპექტრი ვარაუდობს, რომ საუბარი ასევე სანქციებს შეეხება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ მომავალში დაწესდება, მათ შორის ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში.
მანამდე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ადრე თუ გვიან, წააგებს.
„ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რეპრესიები გრძელდება, თბილისში პროტესტია მოსამართლეების წინააღმდეგ…არა სამართალი! არა მოსამართლეები“ - სალომე ზურაბიშვილი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მოსამართლეებმა გზის პირას მდებარე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება. მისი თქმით, „ამით ივანიშვილს ერთგულებას უმტკიცებენ“.