LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„გეყოფათ ოცნება, დაუბრუნდით რეალობას“, „საქართველოს მოქალაქეები ვერასოდეს შეეგუებიან ძალადობრივად იმის წართმევას, რაც ეკუთვნით“ – სამოდელო სფეროს წარმომადგენლები თბილისში მიმდინარე აქციას უერთდებიან

მოდელებმა აქცია-მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

სალომე ზურაბიშვილი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა – ამისთვის დღეს ჩვენ დავსახეთ „შეტევის სტრატეგია“

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე“

სალომე ზურაბიშვილი: მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად, 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება

„სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები.“

გიორგი კალანდარიშვილი: ეუთო/ოდირის ანგარიში ცხადყოფს, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, ვფიქრობ, დოკუმენტი სპობს სივრცეს მანიპულაციისთვის

„გასათვალისწინებელია ანგარიშში მოცემული როგორც დადებითი მხარე, ასევე შენიშვნები“

„გახარია საქართველოსთვის“: მძიმე სისტემური კრიზისიდან გამოსავალია ჩატარდეს ახალი არჩევნები, პარიტეტულად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში

„ანგარიშში გამოთქმული უკიდურესად კრიტიკული შეფასებების ერთობლიობა ქმნის არჩევნების გაყალბების სისტემურ და კომპლექსურ სურათს“

„პუტინ-ივანიშვილის პირადი პატიმარი 57-ე დაბადების დღეს უკანონო პატიმრობაში ხვდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მთავარ შემქმნელს ვულოცავთ დაბადების დღეს!“ – ნაციონალური მოძრაობა

მესამე პრეზიდენტი 57 წლის გახდა.

გია აბაშიძე: უსახურ რადიკალებს ახასიათებთ დეზინფორმატორობა, ეუთო/ოდირმა ოპოზიციის 5 მთავარი ტყუილი ამხილა – საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, მისი ე.წ. არალეგიტიმაცია კი ანტიქართული ძალების ინტერესებშია

„ლუზერი რევანშისტები ცდილობენ, რომ როგორმე წარმოაჩინონ დასკვნა „შავ ფერებში“

ნინო წილოსანი: „ეუთო/ოდირის დასკვნა აშშ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ… ეუთო/ოდირის დასკვნა შეიცავს კრიტიკულ და სარეკომენდაციო ასპექტებს, რაზეც აუცილებლად გვექნება შესაბამისი რეაგირება“

უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი აშშ საპრეზიდენტო არჩევნებისა და საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნის აქცენტებზე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი: „დიდიე რეინდერი, რომლის წინააღმდეგაც დღეს მიდის გამოძიება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, 1-ელ დეკემბრამდე იყო ევროკომისარი მართლმსაჯულების საკითხებში – იგი მე მიხსნიდა, რას ნიშნავდა სამართლის უზენაესობა, კანონიერება, შემდეგ ადეიშვილსაც შეხვდა“

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის დროზე, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე ალენ ბერსეს ნაცვლად, მხარი დაუჭირა დიდიე რეინდერს, რომლის წინააღმდეგაც დღეს გამოძიება მიმდინარეობს ფულის გათეთრების ბრალდებით.

ზურა ჯაფარიძე: „ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ შეჭამს… მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ“

მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნა ჩვენს პარტნიორებს არჩვებთან დაკავშირებით შეხედულებებს კიდევ უფრო გაუმყარებს და კიდევ უფრო მაღალი იქნება პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისივე თქმით, შესაძლოა სანქციებით გამოიხატოს.

შალვა პაპუაშვილი: „ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით – დროა შეწყდეს თავდასხმები უცხოეთიდან“ 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

„ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს „ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ!“ – სალომე ზურაბიშვილი

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, „უკვე არც „რუსული” კანონები, თუ „რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ“.

მამუკა ხაზარაძე: „ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში! ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის!“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეუთო/ ოდირის საბოლოო ანგარიშს ეხმაურება.

„კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება ახალი არჩევნების ჩანიშვნას ნიშნავს“ – სალომე ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე

პრეზიდენტი ეხმიანება 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას.

„დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა“ – ნონა ქურდოვანიძე ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშზე

ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.