LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, „რუსული კანონის“ შელამაზება და ა.შ“ – ნიკა მელია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელია წერს.

ირაკლი კობახიძე: შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ჩვენს მაგალითზე, ყველაზე კარგად გამოჩნდება – იმედი გვაქვს, რომ „დიფ სტეიტის“ დამარცხებით, მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში

„რისკები, ბუნებრივია რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სტეიტის“ და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება უკვე 20 იანვრის შემდეგ“
ირაკლი კობახიძე

შსს-ს 11 ხელმძღვანელ პირს, მათ შორის ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს და ვაჟა სირაძეს მთავრობა ღირსების ორდენზე წარადგენს

„თერთმეტივე წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე ინაუგურაციის შემდეგ იქნება წარდგენილი“ - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა, ეს ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა“

პრემიერმა გომელაურს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე წარმატება უსურვა.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში რაიმე უარყოფითია, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე მსჯელობისთვის მზად ვართ“

„ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესში“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“ – გიორგი გახარია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებაზე

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი 1 თვეზე ნაკლებ დროში შეიქმნება.

„მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი“ – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი

„დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობის მუდმივი კონფრონტაციის პირობებში“.

ანა დოლიძე: „მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი – ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას“

დოლიძის ცნობით, რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით.

„ბიძინას ამით თითქოს იმის თქმა უნდა, რომ მისი ერთგულებისთვის დაზარალებულებს ის იცავს და აჯილდოებს“ – გია ხუხაშვილი გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე

როგორც ხუხაშვილი წერს, შსს მინისტრის ვიცე-პრემიერად დანიშვნა „სისტემის ჩამოშლის პრევენციის ისტერიული და იაფფასიანი მცდელობაა“.

„გაბრაზებული ვარ, რა სიმართლე ვერ ვთქვი, რომ „გლობალური ომის პარტიისგან“ სანქცია ვერ დავიმსახურე, რაღა უნდა გავაკეთო, რომ მეც მომაყოლონ რაიმე ტიპის სანქციაში“ – გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მშვიდობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი, შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით „პატივიც“ კი იყოს ასეთი უსამართლო და შეურაცხმყოფელი სანქციები“
ბერდია სიჭინავა

„ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს“ – ბერდია სიჭინავა სანქციებზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციებს გამოეხმაურა.

„ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან – ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება“ – ვედანტ პატელი აშშ-ის სანქციებზე

კერძოდ, მან უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობაზე.

„სწორი ინფორმაცია არ აქვთ… იქ სადაც ძალის გადამეტება იყო, ყველგან საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს“ – ზარქუა ევროპული საბჭოს 19 დეკემბრის სამიტის დასკვნაზე

ზარქუა გამოეხმაურა სამიტის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს.