LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი

ლევან ბეჟაშვილი: აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, მთავრობას მოუწევს დასანქცირება და ეს იქნება ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

„ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრების, საჯარო მოხელეების, რომლებიც დიპლომატიური პასპორტებით“
მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი: „საჭირო გახდა, თვალი ავახილოთ და ვთქვათ, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი“

„იმას, რაც ჩვენ გვეგონა, რომ ნამდვილად ასეა, დღეს ამის სამართლებრივი, თუ სხვა ფორმით გაძლიერება სჭირდება“ - თქვა მარიამ ლაშხმა.
კახა კალაძე

კახა კალაძე: დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს – ძალიან მარტივად შევძლებ გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ – ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა

„ჩვენ როგორ უნდა გადავდოთ [მოლაპარაკებები]? ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენ როგორ გადავდებთ? - ეს ტყუილია, თქვენ ცრუობთ, თქვენ ხართ ცრუ ტელევიზია.“

ირაკლი კობახიძე: „800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ… ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა… დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან“

კობახიძის განცხადებით, „ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეოც“ კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე“.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან“

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო 5 ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენია: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი – მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „შეთავაზება რჩება ძალაში – ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ერთმანეთის მოსმენითაა შესაძლებელი“

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, პირველ რიგში, მათ შორის, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენ ქვეყანაში“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი“ – ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებაზე

პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე.

მარიამ ლაშხი: „ტრამპთანაც, რომელსაც მანამდე ძალიან ლანძღავდნენ თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაშინ რატომ აქვთ შიში 20 იანვრის, რატომ ფიქრობენ  და რატომ გვაქვს ჩვენ პოზიტიური მოლოდინები?!“

ლაშხის  თქმით, ტრამპის მოსვლის შემდეგ შეიცვლება რიტორიკა  და პოლიტიკა, მისი გაცხადებული გეგმით ომის დასრულებასთან დაკავშირებით, სრულიად შეცლის საქართველოსთვის პირობებს.
ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი: „საქართველოს ევროკავშირში ჰყავს ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ხაზი, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობით დაბლოკავს ყველა უსამართლო გადაწყვეტილებას“

„თქვენ ნახეთ, რომ ბალტიის სამმა ქვეყანამ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთობლივ გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ და ვერ აღწევდნენ იმ საწადელ მიზანს, ინდივიდუალურად მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილებები.“

„ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს“ – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს.
მეთიუ მილერი

სახ.დეპი: დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ

სახ.დეპი: დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ

„ევროკავშირმა გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, კეთროვანია“ – ბადრი ჯაფარიძე

მისი თქმით, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ევროპაში არავინ ეპატიჟება .

„დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით, ევროკომისია წინადადებას წელს წარადგენს – გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას“ – კაია კალასი

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაია კალასი

„საქართველოსთან დაკავშირებით ინტენსიური დისკუსია და მეტის გაკეთების სურვილი იყო – ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მზად ვართ, დამატებითი ნაბიჯების გადადგმისთვის“ – კაია კალასი

კალასის თქმით, სანქციებთან 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო და „სამწუხაროდ, ჯერ აქ ვართ“.

„მივესალმები ევროკავშირის ფართო მხარდაჭერას ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ, რაც მკაფიო სიგნალს წარმოადგენს“ – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

მისივე თქმით, ნიდერლანდები ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მზად არის.