LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ხელისუფლებას აქვს უფლება, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა, ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“ – მთავრობა

განცხადების თანახმადვე, ესტონეთისა და ლიეტუვას მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ და „სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ“.

დიმიტრი სამხარაძე: „2007 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ ევროპაში. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ, აქ ესწავლათ! ატყობთ ახლა როგორ მეცხელება მე ამათი სანქციები?“

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი ლიეტუვის მიერ მისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.

„უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული“ – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აკრიტიკებს.

სალომე ზურაბიშვილი: „ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია – ახალი არჩევნები!“

„პრეზიდენტმა კოშტამ დამიდასტურა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს“
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს, გააუქმესო – ტყუილია, არ გაგვიუქმებია! რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ“

„უცხოელ მუშახელზე გამონაკლისს დავუშვებთ, ბოლო-ბოლო, თუ აუცილებელი იქნა“
მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს“ – რა თქვა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“

„ჩვენს საზოგადოებას არაფერს ვუმალავთ, პირდაპირ ვეუბნებით, რა მიმართულებას ვუბრუნდებით ევროკავშირთან მიმართებაში.“

„რატომ ვიყავი რიგ შემთხვევაში რადიკალური და აგრესიული? – ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ეროვნულ ინტერესს, გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი“ – რას ამბობს მიხეილ ყაველაშვილი „იმედის კვირასთან“

ამის შესახებ კოლეგიის მიერ არჩეულმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს… დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს გუნდს, რომ გამოხატეს ჩემს მიმართ ასეთი მხარდაჭერა“ – მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუ „იმედის კვირასთან“

ყაველაშვილმა ისაუბრა, თუ რატომ შეჩერდა მის კანდიდატურაზე არჩევანი.

დევნილების, ხელოვანების, დამკვირვებლების, ESM-ელები ევროპისკენ,„რა? სად? როდის?“, „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების, ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების საპროტესტო მარში თბილისში – დედაქალაქში რამდენიმე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილი მომიტინგეები მარშის მონაწილეებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს შეხვდა – მარშის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ

აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

„ვისაც სამართალდარღვევის ჩადენა უკვე გაუფორმა სასამართლომ, შეიძლება პოლიციამ მხოლოდ იმის გამო დააკავოს მომავალში, რომ შემთხვევით სამართალდარღვევა აღარ ჩაიდინოს“ – ნონა ქურდოვანიძე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილ ცვლილებებზე

ქურდოვანიძის განცხადებით, ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე.

კახა კალაძე: „ახალი წელი ვერ გადაიდება, ის ყველა შემთხვევაში შემოდის – შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება… მომდევნო დღეების განმავლობაში გავანათებთ ნაძვის ხესაც, ქალაქსაც და შევქმნით საზეიმო განწყობას“

როგორც მან აღნიშნა, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ცერემონია მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო დროებით გადაიდო.

„ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა… ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა“ – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუება მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას.

„არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს სანქციები, ყველაფერი შეიცვლება, დალაგდება… დღეს არის უსამართლობის სრული პიკი“ – კახა კალაძე ესტონეთის მიერ დაწესებულ სანქციაზე

მისივე თქმით, ყველაფერი დასრულდება 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, განსხვავებული მოცემულობა იქნება მსოფლიოშიც, ევროპაში და საქართველოშიც.