LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„არჩევნები 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, 5 საათის განმავლობაში იქნება, არჩევნებს ჩაატარებს ცესკო, სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი, დელეგატები მისცემენ ხმას…“ – პაპუაშვილი 14 დეკემბერს გასამართ პრეზიდენტის არჩევნებზე

პაპუაშვილმა 14 დეკემბერს გასამართ პრეზიდენტის არჩევნების პროცედურები განამარტა.

შალვა პაპუაშვილი: „ვცდილობთ ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი – რუსთაველი, აქ ისევ ისე თენდება და ღამდება“

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს ახსნას, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი დაცულია, პოლიციელებზე თავდასხმა და ძალადობა კი აუცილებლად აღიკვეთება.

შალვა პაპუაშვილი: „ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუვნებელყოფილია, ცხოვრება თანდათანობით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება – ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება“

პაპუაშვილის განმარტებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან“.

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტის მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება

„ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა“

გურამ მაჭარაშვილი: „კი ბატონო, ახლა ახალი წლები მოდის და სანტა კლაუსს კიდევ რამდენიმე სანქცია გამოატანონ, მათ შორის, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ, როგორც მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის – მიმიღია თუ არა სანქცია, ამას არც ვადასტურებ და არც უარვყოფ“

მაჭარაშვილი გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ანა დოლიძე: „როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი – ჩვენ დავუპირისპირებთ იმ ეროვნულ სამოსს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ერთ დროს“

„რუსი „ბოქაულებისგან“ საფრთხედ მიიჩნეოდა ყაბალახი, რომელიც იმ დროს ცუდი ამინდისგან დამცავი თავსაბურავი იყო“

ნინო წილოსანი: „რადიკალები წინასაარჩევნოდ მთელს მათ ელექტორალურ რესურსს ზოგავდნენ, რომ სწორედ ახლა, მიმდინარე აქციებზე, სხვადასხვა ვითომ გულანთებული პროფესიული ჯგუფების საპროტესტო გამოსვლები დაეორგანიზებინათ“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, გუშინ, თბილისში გამართულ აიტი სპეციალისტების მიერ გამართულ აქცია/მსვლელობას ეხმაურება.

გია ვოლსკი: „ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ბოროტების იმ მასშტაბის შესახებ, რომელიც საქართველოში ტრიალებდა ომამდე და ომის შემდეგაც, როდესაც სახელმწიფოს მართავდა ეს ბოროტი ძალა სააკაშვილის ხელმძღვანელობით“

ვოლსკი გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილთან მედიაში დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

აშშ საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს და პარლამენტარებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას“
ევროპარლამენტარი

რასა იუკნევიჩიენე – ხალხი ქუჩაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ევროპული კონტინენტის თავისუფლებისთვის იბრძვის 

„ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები, მივყვებით [ევროპარლამენტის] მიღებულ რეზოლუციას.“
გიორგი გახარია

„მე არასოდეს ვყოფილვარ არც ივანიშვილის ახლო წრის წევრი, არც პარტიული, კავშირიც არ მქონია პარტიასთან და არც მეგობრები მყოლია“ – გიორგი გახარია

„ვისზეც შეიძლება თეორიულად გული დამწყვეტოდა, ეს ადამიანები დიდი ხანია იქ აღარ არიან"

„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მცდელობაში, გაუძღვეს საქართველოს ევროპული მომავლისკენ“ – რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარების დელეგაცია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი: „რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი მოიგონეს… თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე – ეს არ არის ჩემი ხელწერა“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა. როგორც ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.

ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადება: „არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად, სალომე ზურაბიშვილი რჩება პრეზიდენტად“

ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ წაიკითხა 3 კოალიციის და ერთი პარტიის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც, ისინი არ ცნობენ 14 დეკემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.