„ეს არის ადამიანი, რომელზეც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაც გამორიცხულია და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
„ბევრჯერ მიფიქრია და ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ პიკში ვართ-მეთქი, ამ ჩვენი წარმატებიდან გამომდინარე და ახლა სჭირდება სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა“.
„მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო „ქართუ ფონდს" და ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ძალიან დიდი შრომა და თავდადება გასწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის“
მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების შემდეგ, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მედიასთან შეფასებებს აკეთებენ.