LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეიკრიბება… თუკი პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად გასულია საკონსტიტუციო ველიდან და სივრციდან, არ დანიშნავს კონკრეტულ დღეს, მაშინ ახლად არჩეული პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა…“ – ირაკლი ქადაგიშვილი

მისი თქმით, პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეიკრიბება.

მამუკა მდინარაძე: „შავი ლაქა – ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!“

როგორც მდინარაძე აცხადებს, შავი ლაქა აგენტურული ოპოზიციის სიმბოლოა, რომლის დაბრენდვა მკლავზე დამაგრებით დაიწყეს, საბოლოოდ კი, ვიზუალურადაც დაბრენდეს.

შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

მაია ბითაძე: არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში

„რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს“

ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები – აქტივიზმია, ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება!

„კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი“

„შენ ხარ ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა“ – ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა.
ასლან ბჟანია

მედიაში ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ „ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას და მოლაპარაკებებში პაუზაა”

„რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ“

„არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით და ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ…“ – პრეზიდენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს

სადამკვირვებლო ორგანიზაციები: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საჯარო შეხვედრას მართავენ.

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ – სტუდენტების განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში შესვლის ნებას არ აძლევენ, აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც

სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ სამართალდამცავი ორგანოები სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში შესვლის ნებას არ აძლევენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური: „ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს სადავო კანონპროექტის ე.წ-ლი პარლამენტიდან გამოწვევის შესახებ“

საუბარი კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირებას, რამაც აქციები გამოიწვია.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე: „ეს არის შედეგი იმის, რომ იქ საოკუპაციო მმართველობაა და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია“

„ჩვენს საერთო ინტერესშია, რომ ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, აფხაზეთი და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება“.

მამუკა ხაზარაძე: „როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა! – მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას!“

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება!“
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი: „ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას, პროკურატურას ხმის მიცემის აპარატებში არსებული ინფორმაცია მძევლად ჰყავს აყვანილი“

ბეჟაშვილი: „კობახიძის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ნერვიულობენ, რადგან ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გასტანს და აუცილებლად დადგება შედეგი, როცა არც ერთი ნორმალური ქვეყანა და არც ერთი პარტნიორი ასეთ მთავრობას არ აღიარებს“

„პარლამენტს სჭირდება ლეგიტიმაცია და ამ ლეგიტიმაციის მთავარი წყარო არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში, ფარულობის პრინციპის საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლების შტოები და ორგანოები.“