LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „სტრასბურგის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ჯანსაღი. პრინციპი მარტივია – არ შეიძლება გასაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამა თუ იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ“

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გარედან თავსმოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ. “
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები – ამ ქვეყნის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ მომავალში, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის სწორად დაგეგმვა

„აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი, განსაკუთრებით ორი წლის განმავლობაში“

მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან სატელეფონო საუბარი გამართა

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და უმაღლესი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის წარმატებული პრაქტიკა – გიორგი შარაბიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა

ვირტუალური კონფერენცია არჩევნების მთლიანობის პროექტისა და კარტერის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
კახა კალაძე

კახა კალაძე: „ბიძინა ივანიშვილი თავისი ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება“

„ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქართველი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს“ - თქვა კახა კალაძემ.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე.

„ქართული ოცნება“ – ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

გლობალური რეიტინგის თანახმად, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა

საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ეუთო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს

საქართველოს შესახებ რეზოლუციის – „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი: „მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებს“

„ჩვენს რეგიონში არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი - საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სახით“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, „მოკავშირეები ანკარაში“ მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს პოზიციების წარმოსაჩენად

„ამ პლატფორმასაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, ჩვენი როლი რეგიონში და უფრო ფართო რეგიონში საუკეთესოდ იყოს წარმოჩენილი“ - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შალვა პაპუაშვილი: „ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები, ან რაც კიდევ უფრო უცნაურია, თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ, რაც კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს – ეს წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას“

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი: „უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარავინ აღარასდროს გაბედოს, მათ შორის, ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, მის დიდ მრევლს“

პაპუაშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა.
გრიგოლ გეგელია

გრიგოლ გეგელია: „ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს“

„ანაკლია უნდა გახდეს ადგილი, სადაც კავკასიის მომავალი იწყება“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
განცხადება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ეკლესიაზე ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის ღირებულებითი დეგრადაციის მტკიცებულება“

„მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენა იყო არის და იქნება ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევრობიუროკრატიის გეგმის განხორციელებას“ - წერია განცხადებაში.