LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

კახა კალაძე: „გამოვიდნენ, შეიკრიბონ, თუმცა, ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი მკაცრი პასუხი გაეცემა“

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ოპოზიციური ძალების მიერ დაანონსებული აქციისა და რევოლუციური მოწოდებების შესახებ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ შეუძლიათ აქცია გამართონ, თუმცა, არ უნდა გასცდნენ კანონის ჩარჩოებს.

გიორგი გახარია: „ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს“

გიორგი გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოიპარა.
ნინო დოლიძე

„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რატომ არ აქვეყნებს პარალელური დათვლის მონაცემებს

ორგანიზაციის განცხადებით, პარალელური დათვლის მონაცემები ვერ იქნება გამოყენებული, როგორც 2024 წლის საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი.

მამუკა მდინარაძე: „როგორც ჩვენთვის ცნობილია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და უკრძალავენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას – კეთილი ინებონ მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ, ეს ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს“

მამუკა მდინარაძე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს გამოვიდნენ, როგორც სხვა შემთხვევაში და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე საერთაშორისო შეფასებებზე: „საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს“

მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს, რომელმაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, კონკურენტულ არჩევნებზე თავისი სიტყვა თქვა.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს…“ – პესკოვი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა უპასუხა შეკითხვას, „როგორ აფასებს კრემლი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ“.

„დღეს 19.00-ზე რუსთაველზე! რასაც არ უნდა გრძნობდე, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო და ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული, დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს!“- ზურაბ ჯაფარიძე

„დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას!“. - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მიხეილ ჯანელიძე: „ძალაუფლების შენარჩუნების გამო „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა შეიყვანა შიდა პოლიტიკურ კრიზისში, გააღრმავა ქვეყნის დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის რისკები…“

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააღრმავა ქვეყნის დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის რისკები“

„ჭამეთ ახლა „პეჩენია“ „იუბილენოე“ და მოუსმინეთ ალეგროვასა და შუფუტინსკის, ეს 4 წელი მოგიწევთ – თუ არ გინდათ, წადით იმ სოდომისტურ ევროპაში, ჩაბარდით და მოწმინდეთ უკანალი… ჩაბარდებით ბორდელებში, თქვენი ადგილი იქ არის“ – ნიკოლოზ მჟავანაძე

„თუ არ გინდათ, აგერ არის უამრავი სასაზღვრო გამშვები პუნქტი, წაბრძანდით, ბატონო, არ გინდათ ეს ქვეყანა? წადით საქართველოდან...“

თამარ კორძაია: „მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ამ წუთას დალუქული უნდა იყოს ცესკოში“

კორძაიას განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

შალვა პაპუაშვილი: „ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის არევა ჰქვია – როცა დავალებას იღებ, რომ ქვეყანა უნდა არიო, მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებ“

„გუშინ, ქალბატონმა სალომემ [ზურაბიშვილმა] პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია“.

შალვა პაპუაშვილი: „მაინც მქონდა იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების მეორე დღისთვის“

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციას ისევე მოუწევს მარცხის აღიარება, როგორც 2012, 2016 და 2020 წლებში.

ირაკლი კობახიძე: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა, ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას“

„ მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება.“

ანრი ოხანაშვილი: „ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ წარმოდგენილი იყო 30 000 დამკვირვებელი, რომელიც კრიტიკულად აკვირდებოდა არჩევნებს, ხელისუფლებასთან ლოიალური კი არ იყო, არამედ კრიტიკულად აკვირდებოდა“

როგორც მან აღნიშნა, იმდენად გამჭვირვალე და წარმომადგენლობითი იყო არჩევნების პროცესი, რომ ოპოზიცია ვერაფერს ამბობს და ამიტომ არიან გადასული ახლა თვითშემოქმედებაში და თვით ილუზიაში, რომ რაღაც საკითხები მოიგონონ.

„ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ“ – ენტონი ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე

ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიასთან ქართველი ხალხის სიახლოვეს.

მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილს: იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია სხვას „ევროპული მომავალი“ მიანიჭოს, უბრალოდ სისულელეა

მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილს: იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია სხვას „ევროპული მომავალი“ მიანიჭოს, უბრალოდ სისულელეა